„ბულინგი - მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ოჯახურ კონფლიქტებთან“ - ასეთია ივნისის საინფორმაციო ბიულეტენის თემა. ბულინგი შემდეგნაირად განიმარტება: თავდასხმა, შევიწროება, დაშინება. განათლების ეროვნული ცენტრის 2016 წლის მონაცემებით, ყოველი 5 ბავშვიდან 1 ბულინგის მსხვერპლია. ბიულეტენში მოცემულია, როგორ უნდა მოხდეს ბულინგის პრევენცია, რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ, როგორია მშობლის როლი. არის ფსიქოლოგთა რჩევები მშობლებს: როგორ მოვიქცეთ,…