„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებები და პრიორიტეტები და მათი ინტეგრირების მნიშვნელობა ადგილობრივ პოლიტიკაში“ - ასე ეწოდება ფონდი „სოხუმის“ ახალ პუბლიკაციას. საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები წარედგინება ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიებს, რაც ხელს შეუწყობს ქალებსა და ადგილობრივ პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულფასოვან წინასაარჩევნო კომუნიკაციას და…
სენაკის რეგიონალური არქივის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. არქივში 6 თანამშრომელია. როგორც აღინიშნა, აქ ინახება 1921 წლიდან დღემდე არსებული რაიონული მნიშვნელობის დოკუმენტები. სამომავლოდ არქივის გადატანა იგეგმება ქალაქ ზუგდიდში. როგორც არქივის თანამშრომლები ამბობენ, მათ უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან გამოცხადებულ ვაკანსიებსა და ტესტირებებში მიიღებენ მონაწილეობას.სენაკის არქივის წარმომადგენლებმა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს. დაინტერესდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობით, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სერვისებით.