დოკუმენტში წარმოდგენილია ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ 2024 წლის მარტი-მაისში 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევის მიგნებები. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები ეხება ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებისადმი მიმართვას. დოკუმენტის ფოკუსი მიემართება ძალადობის ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირების და მისი გავლენის შემცირების მნიშვნელობას სერვისებისადმი მიმართვის საშუალებით. კვლევის შედეგების მიხედვით, 2023…
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სენაკში აღინიშნა 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი.
სპორტის სასახლეში ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. გოგონათა შორის გამარჯვება ნოსირის გუნდმა მოიპოვა, ვაჟთა გუნდებს შორის კი მესამე საჯარო სკოლის გუნდმა. ფინალში გასულ გუნდებს ფონდი „სოხუმის“ სიგელები გადაეცა.