ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის მოკლე ანგარიშს - „ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისები: ხელმისაწვდომობა და ბარიერები“. დოკუმენტი ეფუძნება ფონდი "სოხუმის" მიერ 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი რესპონდენტი, 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი.…
ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ფონდის „სოხუმის“ ორგანიზებით, თანამედროვე ცეკვების მოცეკვავეთა ჯგუფი „Sea2Sea“ და ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ ქუთაისის დღის ცენტრს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“.
„Sea2Sea“ მოცეკვავეებმა ბავშვებს წარუდგინეს თანამედროვე ცეკვების მოკლე შოუ, ჩაუტარეს მასტერკლასი და ასე მიულოცეს დღესასწაული.