საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) წარმატებით განხორციელება ძირითად როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების აუცილებელი კომპონენტია მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების გაუმჯობესება. COVID-19 პანდემიამ ეს საკითხი კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით დააყენა დღის წესრიგში. პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“…
წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაციები, რომელთაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემა: მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურები, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნის წესები. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურიდიული კონსულტაცია მიეძღვნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის პრობლემებს. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებმა დეტალური განმარტებები მისცეს შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციებიც.