თერჯოლის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაზე ორწლიანი საქმიანობის შედეგები იყო წარმოდგენილი. ჯგუფის წევრებმა ისაუბრეს, რა გაკეთდა, სამოქმედო გეგმის რა ძირითადი საკითხები შესრულდა.

პირველ რიგში, ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტიურ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთ, რაც ადრე არ იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც შესრულდა, ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვა. კონკურსის შედეგად მიღებულია პროექტები, რომლებზეც ტენდერი გამოცხადდა. თერჯოლისთვის საპროექტო ორი წელიწადი საკმაოდ ნაყოფიერი იყო.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონის სამუშაო ჯგუფმა ორწლიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამა: ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება, ახალი ორგანიზაციების დარეგისტრირება, სამოქალაქო და სამთავრობო სექტორების აქტიური თანამშრომლობა, საჯარო რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგი, ცხელი ხაზის ამოქმედება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლება, თვითმმართველობის ელექტრონული სერვისების გაუმჯობესება, ელექტრონული პეტიციის დანერგვა, ეთიკის კოდექსის შემუშავება...

ეს ძალიან დიდი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკაა ხონის მუნიციპალიტეტისთვის.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ზუგდიდში ფონდი „სოხუმის“ ონლაინ აპლიკაციის გაცნობის მიზნით მორიგი შეხვედრა ახალგაზრდა ამომრჩევლებთან  ჩატარდა.

ახალგაზრდებმა დისკუსიის ფორმატი აირჩიეს და საკუთარი „დაკვეთაც“ გააჟღერეს პოლიტიკურ პარტიებთან: „სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის პრევენციული პროგრამები განახორციელონ“, „ხელი შეუწყონ ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივიზმს“, „სოფლებში არსებულ უფუნქციო ძველ შენობებში ახალგაზრდული სივრცეები მოაწყონ“, „კარგი იქნება ახალგაზრდებისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერა“. 

შეხვედრა პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის დევნილ ქალთა ასოციაცია „იმედის“ ორგანიზებით ჩატარდა.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

სექტემბრის პირველ დღეებში კოალიცია „ქალები მშვიდობისათვის“ წევრმა ორგანიზაცია „მერკურმა“ ორი შეხვედრა ჩაატარა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან. პანდემიის შეზღუდვების გამო იყო შერეული ფორმატი, როგორც ონლაინ, ისე - მოქალაქეთა მცირე ჯგუფებთან.

შეხვედრების მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ მიერ დანერგილი ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციაზე მიიღეს ინფორმაცია. ცდილობდნენ, გაერკვიათ მისი გამოყენების წესი. ზოგიერთებმა კი დაუფარავად გამოხატეს აგრესია საარჩევნო აქტივობის მიმართ.

მონაწილეთა ნაწილი ნაკლებად იცნობს პარტიების პროგრამას, თუმცა არჩევნებზე წასვლას აპირებს და მიაჩნია, რომ პლატფორმიდან მიღებული ინფორმაცია დაეხმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ბაღდათის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დაეთმო ანტიკორუფციული დებულების სამუშაო ვარიანტის განხილვას. ეს დოკუმენტი პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო სპექტრი - თანასწორობის“ მცირე პროექტის ფარგლებში შეიქმნა. დებულება საკმაოდ მოცულობითი და შინაარსობრივია, მასში ანტიკორუფციული ხედვა რვა სხვადასხვა მიმართულებით არის გადმოცემული. ანტიკორუფციული დებულების დამტკიცების პროცესში ბაღდათის სამუშაო ჯგუფი ლობისტად მოიაზრება. აქედან გამომდინარე, შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროს დოკუმენტმა, რომ სექტემბერში დამტკიცდეს.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „იმედი“ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია. ორგანიზაციამ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გამართა ქალთა სამშვიდობო კლუბის წევრებთან.

მონაწილეები გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სოციალურ ვიდეორგოლს ონლაინ პლატფორმა - „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაციის“ შესავსებად. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტზე, პლატფორმაზე განსათავსებელ კითხვებზე.

მონაწილეთა შეფასებით, პროექტი ძალიან საინტერესოა. ამომრჩეველი იღებს ტელევიზიებისაგან  განსხვავებულ, ალტერნატიულ ინფორმაციას, რომელიც არჩევნების დროს ხელს შეუწყობს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

მორიგ შეხვედრაზე ვანის სამუშაო ჯგუფმა შეაჯამა მუშაობის შედეგები და გამოყო ის აქტივობები, რომლებიც პროექტის დასრულებამდე უნდა შესრულდეს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, როგორ მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მოდერნიზაცია, რა სიტუაციაა მისი განახლების კუთხით. დაიგეგმა შეხვედრა სხვადასხვა სამსახურის და განყოფილების ხელმძღვანელებთან, რათა მათ დროულად გადასცენ საჭირო ინფორმაცია საიტზე განსათავსებლად.

ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ანტიკორუფციულ სტრატეგიაზე, მის პუნქტებსა და ფორმაზე. გადაწყდა, რომ დოკუმენტის შექმნის პროცესში ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად ჩაერთვება.

 

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

კოკი, ორსანტია, ზუგდიდი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში აქტიურად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები. ამომრჩევლები ეცნობიან ონლაინ ხმის მრიცხველ, მის არსს, მნიშვნელობას. პანდემიის რეჟიმის გამო შეხვედრები პატარა ჯგუფებთან ან ინდივიდუალურად იმართება. მოქალაქეები დიდ  ინტერესს გამოხატავენ მოცემული ინოვაციური პლატფორმის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

თერჯოლის სამუშაო ჯგუფმა პროექტის მიმდინარეობისას არაერთი ინიციატივა გამოიჩინა და განახორციელა. სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე კიდევ ერთი აქტუალური საკითხი განიხილეს - ეს არის სამოქალაქო ბიუჯეტირება, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში აქტიურად ინერგება.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩატარდება იდეების კონკურსი, მისი დასრულების შემდეგ კი მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები პროექტის წერასთან დაკავშირებით.

პროექტების განხილვა დაიწყება სექტემბრის ბოლოს.

***

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები