დევნილთა თემში არსებული საჭიროებების გამოვლენა და შესაბამის უწყებებთან ადვოკატირება - ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის მთავარი საქქმიანობაა.
ამჟამად ჯგუფი ადვოკატირებას უწევს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რომლებიც გამოიკვეთა დევნილთა სამ ჩასახლებაში.
ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ პრობლემებს და, შესაძლებლობების ფარგლებში, დახმარება აღუთქვეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ახალი პრობლემების ადვოკატირება დაიწყო. ჯგუფის წევრებმა აქტიური სამუშაოები ჩაატარეს მოსახლეობასთან, რათა პრობლემების პრიორიტეტულობა გაერკვიათ. ინფორმაციის შეგროვების შედეგად სწორედ ის პრობლემები შეირჩა, რომელთა მოგვარება ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა.
ადვოკატირებისთვის არჩევანი ორ საკითხზე შეჩერდა: ეზოს კეთილმოწყობა და ბავშვთა სტადიონის შემოღობვა. სამუშაო ჯგუფმა ადვოკატირების გეგმა უკვე შეადგინა, გეგმის მიხედვით ამ საკითხზე თვითმმართველობას უკვე მიეწოდა ინფორმაცია ხელმოწერებთან ერთად. ადვოკატირების პროცესი პასუხის შესაბამისად გაგრძელდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოში, აფხაზეთის ქუჩის რამდენიმე კორპუსი სავალალო მდგომარეობაშია, საჭიროა მათი გადახურვა. წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს პრობლემის ადვოკატირებას - ადგილობრივი თვითმმართველობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებისგან მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით, პრობლემა ძალიან მალე გადაიჭრება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ასუფთავებენ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას სარეველა ბალახებისგან, დასასრულს უახლოვდება სანიაღვრე არხის გაჭრის პროცესიც.
ჯგუფის ინიციატივით დასახლების ბავშვები სტუმრად იმყოფებოდნენ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში, სადაც მათ წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი განაგრძობს დევნილთა თემის პრობლემების გამოვლენას და ადვოკატირებას მათი მოგვარებისთვის.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გამოსავლენად.
ჯგუფის წევრები ცდილობენ, მაქსიმალურად მეტი პრობლემა გადაიჭრას, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
ამ ეტაპზე ჯგუფი მუშაობს დევნილთა დასახლების მინი სტადიონის განახლებაზე. ქალებისთვის მნიშვნელოვანია, მათ შვილებს ჰქონდეს სივრცე, სადაც გაატარებენ თავისუფალ დროს, ივარჯიშებენ, სხვადასხვა აქტივობას გამართავენ.
საკითხის დროული და წარმატებული ადვოკატირებისთვის ქალთა საინიციატივო ჯგუფი მჭიდრო კომუნიკაციაშია ადგილობრივ თვითმმართველობასთან. ეს პრობლემა უკვე დაისვა და მიიღეს მხარდაჭერის დაპირებაც.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის წევრებმა კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზე ისაუბრეს. მათ ადგილობრივ დონეზე მოსაგვარებელი საკითხებიც შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შემუშავების დეტალებიც განიხილეს
ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები მინი პროექტის განსახორციელებლად ემზადებიან. ვუთხრათ "არა" ძალადობას! - ახალგაზრდები, 2 თვის განმავლობაში, ფორუმ თეატრის პატარა სცენებით შეეცდებიან დაანახონ მაყურებელს პრობლემის სიმწვავე და დააფიქრონ ძალადობის უარყოფით შედეგებზე. მაისის შეხვედრაზე, პროექტის ასისტენტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს შესასრულებელი აქტივობები და გეგმაც შეიმუშავეს. მონაწილეებმა, ასევე, თანაბრად გადაინაწილეს თავიანთი მოვალეობებიც.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის ზუგდიდში შეხვედრა გამართა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლის გაზრდის მნიშვნელობას. ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა ქალებმა სხვა მონაწილეებთან ერთად დასვეს მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც მათ ყოველდღიურობაში მწვავედ დგას. აქცენტი გაკეთდა კონფლიქტით გაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების პრობლემებზე, გამყოფ ზოლში ტვირთის გადაზიდვაზე დაწესებულ შეზღუდვებზე.
მონაწილეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
წყალტუბოს ახალგაზრდული ჯგუფის წევრები მაისიდან საგრანტო კონკურსის ფარგლებში მინი-პროექტების განხორციელებას იწყებენ. ორივე ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, მონაწილეებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და ფუნქციები გადაინაწილეს. აღნიშნული სამუშაოები ხელს შეუწყობს მინი-პროექტების წარმატებით განხორციელებას.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩატარებული კვლევის შედეგებს გადახედეს და სხვადასხვა პრობლემები გამოკვეთეს. იდენთიფიცირებული პრობლემების საფუძველზე ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს.
„მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების" კვლევის შედეგად, მუნიციპალიტეტში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმსჯელეს ქალბატონებმა შეხვედრაზე, რომელიც 17 მაისს ფონდ"სოხუმის" ოფისში გაიმართა.
შემუშავდება ადვოკატირების გეგმა, გაიწერება ვადები და გადანაწილდებიან პასუხისმგებელი პირები .
აქტიურად მუშაობს ქუთაისის ახალგაზრდული კლუბიც .წევრები მინი პროექტის განსახორციელებლად ემზადებიან.
ახალგაზრდები ბულინგსა და მის სახეებზე ისაუბრებენ . ფორუმ თეატრის პატარა სცენებით შეეცდებიან დაანახონ მაყურებელს პრობლემის სიმწვავე და დააფიქრონ ძალადობის უარყოფით შედეგებზე.
მაისის შეხვედრაზე, პროექტის ასისტენტთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილეს შესასრულებელი აქტივობები და გეგმაც შეიმუშავეს.
მონაწილეებმა, ასევე, თანაბრად გადაინაწილეს თავიანთი მოვალეობებიც.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში _ეს იყო მათ მიერ განხორციელებული კვლევის თემა. შედეგები მომდევნო სამუშაო პროცესის საფუძველი იქნება,რაც ადვოკატირების გეგმის შემუშავებას ითვალისწინებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თემაზე:"ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვებზე და ოჯახებზე ორიენტირებული სოციალური გარემოსთვის".მერიის სოციალური და ბავშვთა განყოფილების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებსა და ბავშვთა განყოფილების მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.