რაოდენობრივი კვლევის შედეგებზე ისაუბრეს ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. რეკომენდაციებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრები ქალების ინიციატივების მიმართ.

საინტერესოდ წარიმართა მუშაობა ლიის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფში. შეხვედრის თემა იყო ლიდერობა და სამოქალაქო აქტივიზმი. მონაწილეებმა დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები: ლიდერი მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე; ლიდერობა საპასუხისმგებლო გამოწვევაა თითოეული ჩვენგანისთვის; ლიდერი გუნდისთვის მოტივაციის მიმცემი ადამიანია.

საინიციატივო ჯგუფში უკვე იკვეთებიან ლიდერები.

რაც საზოგადოების კეთილდღეობას ეხება, ჩვენი საქმეა, - აღნიშნეს შეხვედრის ბოლოს კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. შეხვედრა ლიდერობას და სამოქალაქო აქტივიზმს ეხებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი რამ გაიგეს. ყველაზე მთავარი კი ის, რომ აქტივიზმი არის: აქტიურობა, მოქმედება, ჩართულობა, პასუხისმგებლობა, მონაწილეობა, მოხალისეობა.

ამას გარდა კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ქალაქ ზუგდიდის და კოკი/ხურჩას ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან. შეხვედრებზე ისაუბრეს მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასების კუთხით ჩატარებულ კვლევაზე.

მონაწილეებმა შეარჩიეს გარკვეული სარეკომენდაციო წინადადებები - მაგალითად, საყოფაცხოვრებო მომსახურების ცენტრების გახსნა სოფლებში (სალონი, სამკერვალო, ფეხსაცმლის შეკეთება), სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება. საინიციატივო ჯგუფების წევრები პრობლემების ადვოკატირებას შეუდგებიან.

ეს სტატია ფონდი „სოხუმის“ სამშვიდობო საქმიანობას მოუთხრობს „ახალი განათლების“ მკითხველს - კონკრეტულად  საუბარია ახალ პროექტზე „გან­ხეთ­ქი­ლე­ბის დაძ­ლე­ვა - ხალ­ხ­თა­შო­რი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კონ­ფ­ლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის­თ­ვის“. და ასახულია ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფებთან ჩატარებული ტრენინგების ციკლი.  

ამ მუშაობაში განსაკუთრებულია ახალგაზრდების როლი და სტატიაშიც სწორედ ეს არის ხაზგასმული - მათი ინტერესი, მეტი გაიგონ კონფლიქტის შესახებ და გა­ნი­ხი­ლონ აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მე­ბი. მათი სურვილი - გამოავლინონ ინიციატივები და გახდნენ მშვიდობისმყოფელები...

 

https://akhaliganatleba.ge/

„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“ სახელმწიფო მინისტრის აპარატთან საკონსულტაციო პლატფორმა შეიქმნა. ამ წარმატებაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მნიშვნელოვანია ფონდი „სოხუმის“ წვლილი.

წყალტუბოში ორი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფია. ჯგუფების წევრებმა შეხვედრებზე საკუთარი აქტიურობის მაჩვენებელი განსაზღვრეს და სამოქალაქო აქტივიზმის განვითარების ხელისშემწყობ ფაქტორებზე გაამახვილეს ყურადღება. გაიხსენეს სამოქალაქო აქტივიზმთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები.

მათი აზრით, ახალგაზრდების ჩართულობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდული პოლიტიკის გატარებას საზოგადოებაში.

ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა  მოისმინეს ინფორმაცია ანკეტირებაზე, რაც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების  ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასებას. კვლევის დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხები გახდება ადვოკატირების საგანი, რაც მომდევნო თვიდან განისაზღვრება საინიციატივო ჯგუფის ადვოკატირების გეგმით. 

სენაკის მუნიციპალიტეტში ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შეხვედრები გაიმართა. ახალგაზრდებმა სამოქალაქო აქტივიზმზე იმსჯელეს. მონაწილეთა აზრით, ახალგაზრდებს აქვთ ინიციატივები, იდეები და მათი რეალიზებისთვის საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერა. ეს ხელს შეუწყობს სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას. 

ქალთა საინიციატივო ჯგუფში მოისმინეს სენაკში ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროების შეფასების“ შედეგები. ჯგუფის წევრები გაეცნენ, ადამიანური უსაფრთხოების რომელ კომპონენტში რა საფრთხეებს  გრძნობენ ქალები, რომელია მათთვის ყველაზე აქტუალური პრობლემები და რას იწვევს არსებული საფრთხეები. ისინი კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან.

ქალთა სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციის  „ქალები მშვიდობისთვის“ წარმომადგენლებისა და  ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერებისათვის ჩატარდა  ონლაინ ტრენინგი.

ტრენინგის თემები იყო - გაეროს უმაღლესი საბჭოს რეზოლუცია 1325 და მისი იმპლემენტაციის ლოკალიზაციის პოლიტიკა. ადვოკატირების საფუძვლები და ეტაპები; პროექტის სამიზნე ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება; ონლაინ-პლატფორმა „აპლიკაცია ამომრჩევლებთან კონსულტაციისთვის“  და მისი გამოყენება.

ტრენინგის მონაწილეები ინტერესით გაეცნენ  რეზოლუცია „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ეროვნული გეგმის ლოკალიზაციის  კუთხით არსებულ მდგომარეობას, ადგილობრივ პრაქტიკას, გამოწვევებს, ქალთა მონაწილეობის საკითხს; გაერკვნენ ონლაინ ხმის მრიცხველის არსში, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  ადგილობრივი არჩევნებისთვის დაინერგება, როგორც ამომრჩევლის ინფორმირების მექანიზმი; ჩამოყალიბდნენ სამიზნე ჯგუფებთან ფასილიტაციის მეთოდებსა და მუშაობის პრინციპზე.

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფების  და სამშვიდობო კოალიციის „ქალი და მშვიდობა“  წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ქალთა საჭიროებების კვლევის „საველე სამუშაოები“ დაამთავრეს. GREWS მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარებული ანკეტირება, ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები საშუალებას იძლევა, მოხდეს დევნილი ქალებისა და გოგონების, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, ახალგაზრდებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების იდენტიფიცირება.

მოცემულ ეტაპზე დამთავრებულია მონაცემების სისტემატიზება და მიმდინარეობს ანგარიშზე მუშაობა. იწყება პროექტის მნიშვნელოვანი ეტაპები - სამიზნე ჯგუფების ყველაზე პრიორიტეტული საკითხების გამოყოფა ადგილობრივ პოლიტიკურ სუბიექტებთან დიალოგისთვის,  ასევე მუშაობა ონლაინ პლატფორმაზე „ამომრჩევლის აპლიკაცია“ . 

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის

(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

დასრულდა საჭიროებათა კვლევა, პრობლემათა იდენტიფიცირება და იწყება ადვოკატირება.

როგორ დავგეგმოთ ადვოკატირების პროცესი, რა პრინციპები უნდა დავიცვათ გზავნილის ფორმირებისას, რა არგუმენტებით დავამტკიცოთ პრობლემის აქტუალობა და პრიორიტეტულობა? - ამ საკითხებზე გაიმართა ონლაინ ტრენინგი იმერეთისა და სამეგრელოს ქალთა საინიციატივო ჯგუფებისთვის 21 და 25 მაისს.

მონაწილეებმა იმუშავეს კონკრეტულ პრობლემებზე, განსაზღვრეს ადვოკატირების კამპანიის დეტალები.

უკუკავშირის დროს გამოჩნდა, რომ ტრენინგი ნაყოფიერად წარიმართა:

„როგორც თემის ლიდერს, უნდა მცოდნოდა და უკვე ვიცი ადვოკატირების გზებზე. ეს დამეხმარება პრობლემებზე რეაგირებაში“.

„გავეცანი ადვოკატირების გეგმის სპეციფიკას. განსაკუთრებით მომეწონა ტრენინგის პრაქტიკული. ბევრი რამ ვისწავლე“.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები