ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის მორიგ სესიაზე.
შეხვედრის მთავარი საკითხი იყო, თუ როგორ მუშაობს ეუთო კონფლიქტის სრული ციკლის განმავლობაში ინკლუზიური და გენდერული სამართლიანობის მისაღწევად.
ღონისძიება გახსნა პეტრა ტატერმან ადორფმა, ფონდი Kvinna till Kvinna-ს გენერალურმა მდივანმა (შვედეთი).
პანელური დისკუსიისას სიტყვით გამოვიდნენ: ლილიანა პალიხოვიჩი (ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში), ნინა პოტარსკაია (ეროვნული კოორდინატორი უკრაინიდან, ქალთა საერთაშორისო ლიგა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის), იგო როგოვა (კოსოვოს ქალთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი) და ეკატერინე გამახარია (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი).
ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ეკატერინე გამახარია მონაწილეობდა ეუთოს კონფლიქტის ციკლის უმაღლესი დონის სემინარის (კონფერენციის) გახსნაში - ჰელგა შმიდთან (შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი), ენ ლინდესთან (ეუთოს გენერალური მდივანი), მარჩინ პრჟიდაცთან (სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრის მოადგილე ამერიკის, აზიისა და აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხებში) და მიროსლავ ჯენთასთან (გენერალური მდივნის თანაშემწე ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და ამერიკაში) ერთად სიტყვით გამოვიდა თემაზე: „ინკლუზიური პროცესების ძირითადი გამოწვევები, შესაძლებლობები და მასში ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა“.
ეკატერინე გამახარიამ მოკლედ ისაუბრა მშვიდობის მშენებლობის განხორციელების პროცესში ქალთა ორგანიზაციების როლსა და წვლილზე, ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში ქალთა მონაწილეობის რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამასთან, მან აქცენტი გააკეთა არსებულ გამოწვევებსა და ბარიერებზე, რომლებიც სათანადო ყურადღებას და რეაგირებას საჭიროებს.