ახალი მონიტორინგის ანგარიში - მხარდაჭერის სერვისები: ხელმისაწვდომობა და ბარიერები

ქალთა ფონდი „სოხუმი“ წარმოგიდგენთ ახალი მონიტორინგის მოკლე ანგარიშს -  „ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისები: ხელმისაწვდომობა და ბარიერები“. დოკუმენტი ეფუძნება ფონდი "სოხუმის" მიერ 2024 წლის მაის-ოქტომბრის პერიოდში ჩატარებულ თვისობრივ და რაოდენობრივ კვლევას, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 600-ზე მეტი რესპონდენტი, 11 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ხობი.
მოკლე ანგარიში ასახავს კვლევის მიგნებების ნაწილს, რომლებიც ეხება ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და მოსახლეობის დამოკიდებულებას მათ მიმართ.  მასში ასევე შეფასებულია, თუ რა ფაქტორები აფერხებს ქალების მიმართვიანობას სერვისებისადმი, რომელ სერვისებს ანიჭებენ უპირატესობას და როგორ აისახება მომავალში საქართველოს არსებული სოციალური და პოლიტიკური გარემო, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სერვისების მიწოდების შესაძლებლობაზე და ზოგადად მათ ფუნქციონირებაზე.
 
განახლდა ორშაბათი, 18 ნოემბერი 2024 05:37

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები