„რას ჰყვებიან ძალადობაგამოვლილი ქალები?“

„რას ჰყვებიან ძალადობაგამოვლილი ქალები?“ ასახავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეალურ ისტორიებს, მათ გამოწვევებსა და იმ სისტემურ ბარიერებს, რომლებიც უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევაში უშლით ხელს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს გაცემული 8,744 შემაკავებელი ორდერიდან უმეტეს შემთხვევაში – 6,634 შემთხვევა – მსხვერპლი ქალი იყო. მიუხედავად საკანონმდებლო პროგრესისა, ბევრი ქალი დახმარების მიღებას ერიდება სოციალური სტიგმის, ეკონომიკური დამოკიდებულებისა და მხარდაჭერის არასაკმარისი სერვისების გამო. ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევაზე დაფუძნებული ეს დოკუმენტი აფასებს არსებული დახმარების პროგრამების ეფექტიანობას და უსვამს ხაზს იმ აუცილებლობას, რომ გაძლიერდეს ქალთა მხარდაჭერის მყარი და მდგრადი მექანიზმები.

გადმოწერა 

განახლდა ორშაბათი, 24 თებერვალი 2025 17:05
ასევე ამ კატეგორიაში « ახალი კვლევა

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები