ჟურნალი „ქალთა ხმა“ - წლის ანგარიში

მთელი წლის განმავლობაში ყოველთვიურად გამოდიოდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი. წლის ბოლოს კი დაიბეჭდა საანგარიშო ჟურნალი „ქალთა ხმა“. მასში შეჯამდა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ერთი წელიწადი. ჟურნალში მოთხრობილია ფონდი „სოხუმის“ აქტიურობის შესახებ - ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ადვოკატირებული და მოგვარებული პრობლემები, ფორუმ-თეატრის საქმიანობა, ახალგაზრდული კლუბების ინიციატივები, 16-დღიანი კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. და, რაც მთავარია, ცვლილებები ქალების ცხოვრებაში, საზოგადოებაში...

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
განახლდა სამშაბათი, 02 თებერვალი 2021 20:10

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები