2015 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გამოდიოდა ელექტრონული საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც აჯამებდა თვის განმავლობაში გაწეულ მუშაობას.
დეკემბრის ბოლოს კი გამოვიდა 28-გვერდიანი ჟურნალი „ქალთა ხმა“. მასში მოთხრობილია ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შესახებ - მათი საქმიანობა, ადვოკატირებული  საკითხები, ცვლილებები ბენეფიციარი ქალების ცხოვრებაში, გავლენა საზოგადოებაზე...
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
	  
 
				 
				 
				 
				