ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ხობის მუნიციპალიტეტთან. მუშაობა ისევ განახლდება. სწორედ ამას ემსახურებოდა ეს შეხვედრა.

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები თეა გოლეთიანი და ხათუნა გოგუა შეხვდნენ ხობის საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან ქავთარაძეს, მერის მოადგილეს დავით ბერაიას, საკრებულოსა და მერიის გენდერული თანასწორობის სპეციალისტებს.

საინფორმაციო შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობა მუნიციპალიტეტსა და ქალთა ფონდს შორის ქალთა უფლებების გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის კუთხით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი დევნილთა სოციალური პროფილის გაუმჯობესებაზე ზრუნავს - კერძოდ, მოხდა რამდენიმე პრობლემის ადვოკატირება და მოგვარდა კიდეც თვითმმართველობის ჩართულობით.

ქალთა საინიციატივო ჯგუფი ასევე აქტიურად მუშაობს იმ პრობლემების ადვოკატირებაზე, რომლებიც ჯერაც მოსაგვარებელია.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად მუშაობს დევნილი თემის პირობების გაუმჯობესებისთვის. ჯგუფის წევრებმა ადვოკატირება გაუწიეს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ საკითხს. ასევე თვალს ადევნებენ იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.

თებერვალში ჯგუფს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დევნილ მოსახლეობასთან, რათა კიდევ გამოკვეთონ საჭიროებები და დაიწყონ მათი ადვოკატირება.

 

პროექტი ხორციელდება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით

ხონის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში  ტრენინგი ჩატარდა თემაზე ,, ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში: გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250 იმპლემენტაციის ხელშეწყობა“.
ღონისძიებას ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  დაესწრნენ.
მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.
ასევე, ხონის ქალთა საინიციატივო მეორე ჯგუფის წევრები თვისებრივ კვლევას შეუდგენენ.

ამჯერად ისინი "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასებაზე"მუშაობენ .

მონაწილეებს ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდებსა და უნარებზე მიეწოდათ,

შეირჩნენ რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

 აქტიური განხილვა მოჰყვა სცენებს, რომელიც ფონდი "სოხუმის" ფორუმ თეატრის წარმომადგენლებმა ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს წარუდგინეს.
ისინი მზად არის მოიფიქრონ სცენარი და რეჟისორის დახმარებით სკოლაში ფორუმ თეატრი ჩამოაყალიბონ.
შეხვედრას სკოლის დირექტორი და პედაგოგები ესწრებოდნენ.

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან მიგრაციის საკითხებზე შეხვედრა  გაიმართა. მონაწილეებმა გაიგეს, რას გულისხმობს ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა, რა რისკები ახლავს უკანონო მიგრაციას და რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ არ აღმოვჩნდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

მონაწილეებმა შეხვედრა შეაფასეს,როგორც საჭირო და აუცილებელი.

იმავე დღეს,21 თებერვალს  შეხვედრა წყალტუბოს ახალგაზრდულ ჯგუფებთანაც  გაიმართა. მონაწილეებმა    პროფესიული ორიენტაციის საკითხზე ინფორმაცია მოისმინეს. ახალგაზრდებმა დიალოგი დადებითად შეაფასეს.

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თვისებრივი კვლევის ჩასატარებლად ემზადებიან.

მონაწილები გაეცნენ ფოკუს ჯგუფსა და ჩაღრმავებული ინტერვიუს კითხვარს, მიიღეს ინსტრუქცია კვლევის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით და გადაინაწილეს დავალებებიც.’

პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქუთაისის ახალაზრდული კლუბის წევრებთან.ისინი ფორუმ თეატრის შესაქმნელად ემზადებიან.

ამისთვის კი რამდენიმე საფეხურის გავლა მოუწევთ.
ახალგაზრდები  რამდენიმე სცენას გაეცნენ, მოისმინეს ინფორმაცია ფორუმ თეატრის არსისა და მისი დანიშნულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, ასევე მოკლე სცენარის შედგენასთან დაკავშირებით დავალებაც მიიღეს.

,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება" - ამ თემაზე სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

 მონაწილეებს  ინფორმაცია კვლევის ჩატარების მეთოდებსა და უნარებზე მიეწოდა. შეირჩა რესპოდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

ფასილიტატორებთან ერთად გაანალიზდა მოსალოდნელი რისკებიც

შეხვედრა გაიმართა სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთანაც.მათ მიერ ჩატარებული ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს საინტერესო დისკუსიის გარეშე არ ჩაუვლია.განხილვის თემები ოჯახური ძალადობა, ბულინგი, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა იყო.

სწორედ ინტერაქცია და აქტუალურ თემებზე დისკუსია არის  ფორუმ -თეატრის მთავარი მახასიათებელი, რომელიც ამ ფორმატის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს განაპირობებს.

,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება" - ამ თემაზე სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, აპარატთან შექმნილი ორი პლატფორმის - ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებს შეხვდა.

მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გენდერულ მრჩეველთა ჯგუფების შექმნის მნიშვნელობაზე  და ამ გამოცდილების უკეთ შესწავლის საკითხი დააყენა საქართველოში რეპლიცირების მიზნით.

„მინდა მოგიყვეთ არაჩვეულებრივი ქალბატონის შესახებ. მან მე ცხოვრების სხვა მხარე დამანახა - ვინ ვარ და ვინ მინდა ვიყო! ქალბატონო მანანა, თქვენ ჩემი უახლოესი მეგობარი გახდით. ძალიან მენატრება თქვენთან საუბრები, მადლობა  თქვენთან გატარებული ყოველი დღისთვის!“ - ეკა ჯ.

ამ წერილის ადრესატია ჩვენი ფსიქოლოგი მანანა გოცირიძე, რომელიც ბევრს მუშაობს ქალებთან. პირისპირ შეხვედრების დროს. ინტერნეტით. მუშაობს 10 მუნიციპალიტეტის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში, ფონდი „სოხუმის“ სათავო ოფისში, სარეაბილიტაციო ცენტრში. და მადლიერებაც ხშირად ისმის მისი მისამართით.

ქალების შეცვლილი ცხოვრება ფსიქოლოგისთვის მუშაობის დიდი სტიმულია.

ამ კრებულში 10 მოდულია. ეს არის ახალგაზრდებთან ტრენინგების ჩატარების მოკლე ჩანაწერები. ტრენინგები ტარდება დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში (სამტრედია, ბაღდათი, თერჯოლა, ვანი, ტყიბული, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩოხატაური, ქობულეთი).

სატრენინგო მოდულების კრებული დახმარებას გაუწევს მათ, ვინც ახალგაზრდებთან მუშაობს კონფლიქტის მართვის თუ გენდერულ საკითხებზე. ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ტრენერული უნარ-ჩვევების განვითარებას.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები