თეატრალური დღე ხანში

ყვითელ, წითელ და შინდისფერ ფერებში ჩაფლულ სოფელში შემოდგომის მიწურული განსაკუთრებით ლამაზად  იგრძნობა.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ხანს ესტუმრა.

სკოლის ეზოში საინტერესოს მოლოდინით დაგვხვდნენ უმცროსკლასელები და საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.

მათთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს და ფონდი „სოხუმის“ ერთობლივი ინიციატივით თოჯინების და ჩრდილების თეატრის ჩვენება მოეწყო.

სპექტაკლების სცენარები გენდერულ თემატიკას და ტოლერანტობის საკითხებს ითვალისწინებდა, რაც აღსაზრდელებს მათთვის ნაცნობი პერსონაჟების მეშვეობით მიეწოდათ.

საოცარი მუხტი, ემოცია, სიხარულით ანთებული თვალები, ოვაციები... ეს ყველაფერი დიდხანს გაყვებათ პატარებს, თეატრის ახალგაზრდულ დასს და  ორგანიზატორებს.

შეხვედრის ბოლოს ბავშვებს გენდერული საბჭოს წევრებმა ტკბილეულით უმასპინძლეს და მათთვის სკოლის დირექციამ ეს ლამაზი დღე ფერადი ფეირვერკით დაასრულა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები