ცვლილებებია ფორუმ-თეატრის სამსახიობო ჯგუფში, წავიდა ორი მსახიობი და მათ ნაცვლად შემოვიდა ორი მოხალისე.
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მცირე დარბაზში ჩატარდა, მიუხედავად მაყურებლის სიმცირისა, დისკუსია აქტიური იყო. თეატრის თანამშრომლებმა დადებითად შეაფასეს ახალგაზრდების თამაში, რეალობის გამომხატველი სცენები.
მეორე გამოსვლა გაიმართა ქალაქის ცენტრში - ეს კარგი გამოცდილებაა ახალგაზრდებისთვის. ისინი აქტიურად მუშაობენ, ატარებენ რეპეტიციებს და ახალი წარმოდგენებისთვის ემზადებიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა ქუთაისის ცენტრალურ ადგილებში გამართა ჩვენება. ახალგაზრდა მსახიობებმა წარმოადგინეს ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებული სცენები. ქალაქში სტუმრად მყოფმა უცხოელებმა დიდი ინტერესი გამოხატეს წარმოდგენების მიმართ. ახალგაზრდებმა ინგლისურ ენაზე უამბეს მათ ფორუმ-თეატრის სპეციფიკასა და მნიშვნელობაზე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობაზე და გააცნეს ორგანიზაცის ვებგვერდი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა აგვისტოში გეგმით გათვალისწინებული შეხვედრები გამართა მაყურებლებთან. ერთი იყო ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მცირე დარბაზში, მეორე კი - ქალაქის ცენტრალურ პარკებში.
შეკრებილებმა აღნიშნეს, რომ წარმოდგენები საინტერესოა, კარგი ფორმატით ხდება აქტუალური პრობლემების წარმოჩენა. თუმცა ისინი დისკუსიაში ნაკლებად იღებენ მონაწილეობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სხვადასხვა თემაზე დადგმული სცენების შემდეგ მაყურებელი დისკუსიაში ერთვება და ყოველთვის მესამე პირში საუბრობს. თუმცა ძალადობის ისეთ ისტორიებს ყვება, ადვილად მიხვდები, რომ საკუთარი ან მისი ახლობლის ისტორიაა. რეალობაზე აგებული სცენები შთამბეჭდავად მოქმედებს ყველა ასაკის ადამიანზე. ამიტომაც ყოველთვის აქტიურია აუდიტორიის ჩართულობა.
ივლისში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა ჩაატარა ქუთაისის პარკებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში. აქტიური დისკუსია გამოიწვია მიგრაციის თემამ, რაც, მაყურებლის აზრით, საკმაოდ დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის. ამჟამად მიმდინარეობს სარეპეტიციო მუშაობა ახალ სცენებზე, ასევე მნიშვნელოვანია მოხალისეთა გუნდის რაოდენობრივი მატება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საინტერესო და შთამბეჭდავი სცენები, მაყურებლების აქტიური ჩართულობა, დისკუსიები და საკუთარ პრობლემებზე საუბარი...
ასეთი იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები თებერვალში. ამჯერად ახალგაზრდა მსახიობებს ახალმა მაყურებლებმა უმასპინძლეს ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში და სოფელ ბარდუბნის (თერჯოლის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში.
მაყურებელს მოეწონა ფორუმ-თეატრის წარმოდგენილი სცენები, ინტერესით ჩაერთო შემოქმედებით პროცესში და აპლოდისმენტებიც არ დაიშურა...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საახალწლო არდადეგების შემდეგ ახალგაზრდულმა თეატრმა მუშაობა განაახლა.
იანვარში თოჯინების თეატრმაც გამართა წარმოდგენა და ფორუმ-თეატრმაც.
ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში თოჯინების თეატრის წარმოდგენა გაიმართა. დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მოეწონათ სპექტაკლი და დისკუსიაშიც ხალისიანად ჩაერთნენ. ისაუბრეს საყვარელ გმირებზე, მეგობრობაზე, ერთმანეთის დახმარებაზე.
ფორუმ-თეატრმა ქალაქის ცენტრში წარმოადგინა სცენა ემიგრაციაზე. რამდენიმე მაყურებელი გაღიზიანდა, რადგან მათი ოჯახის წევრებიც ემიგრაციაში არიან, თუმცა აღნიშნეს, რომ ეს აქტუალური პრობლემაა და ახალგაზრდებს სწორი ხედვა აქვთ...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16-დღიან კამპანიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ფორუმ-თეატრის გეგმიურ ჩვენებებთან ერთად გაიმართა თოჯინების თეატრის წარმოდგენაც.
შეხვედრა ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში შედგა. მაყურებლები იყვნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები. ახალგაზრდა მსახიობებმა ბავშვებს უჩვენეს სპექტაკლი „გვრიტი“. პატარები დიდი ინტერესით უყურებდნენ წარმოდგენას, რომელიც ეძღვნება მეგობრობას, თანადგომას, თანასწორობას. სკოლის ხელმძღვანელობამ მადლიერება გამოხატა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების მიმართ და იანვრის ბოლოს კიდევ სთხოვა თოჯინების თეატრს ჩვენების ჩატარება სკოლაში - ამჯერად სხვა კლასებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ხობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა სამეგრელო ზემო-სვანეთის 8 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან თემაზე „გენდერული მეინსტრიმინგი - გენდერული გავლენები.“ თემა წარადგინეს საქართველოს პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მოწვეულმა ტრენერმა ელენე ბერიაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კულტურის სახლის მცირე დარბაზში გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები.
ღონისძიებებს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ხახუბია, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გრეტა წიწავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მერი დავით ბუკია.
ფორუმ-თეატრის გამოსვლებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეკრებილებზე. მათ მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მუშაობაზე, ორგანიზაციის აქტიურ მონაწილეობაზე 16-დღიან კამპანიაში და ახალგაზრდებთან მუშაობის ფორმატზე, რაც საინტერესო იყო შეხვედრის მონაწილეებისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)