„ორივე თემა ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, გასაგები და გასათვალისწინებელი, ძალიან მომეწონა დღევანდელი შეხვედრა“.
„მსგავს თემებზე ინფორმირება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საინტერესო და სასარგებლო იყო“.
„საინტერესო და სახალისო იყო, მომეწონა“.
„ტოლერანტობა საჭიროა ადამიანებთან ურთიერთობებში, სტერეოტიპები უნდა ვიცოდეთ, რადგან პროგრესული მიდგომები განვავითაროთ. საინტერესო იყო დღევანდელი შეხვედრა ჩემთვის და პროდუქტიული“.
„დღევანდელი დღე საინტერესო იყო, ინფორმაციული, ორივე თემას გავითვალისწინებთ პრაქტიკულად მომავალში“.
„ჩვენთვის მართლაც დამაფიქრებელი იყო ეს თემები, ახალგაზრდების ინფორმირება ასეთ აქტუალურ საკითხებზე მნიშვნელოვანია, ინფორმირებული საზოგადოება უფრო სხვაგვარად უყურებს საკითხს“.
„ძალიან საინტერესო თემებია სტერეოტიპები და ტოლერანტობა , გავიგეთ ერთმანეთის შეხედულებები და მივიღეთ საჭირო ინფორმაციები“.
ასევე, ბავშვები შეუერთდნენ უკრაინის მხარდამჭერ აქციას და გამოუცხადეს სოლიდარობა უკრაინელ ხალხს.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით