ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა და ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფებთან ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა გაიმართა

ქალთა ჩართულობა და როლი სამშვიდობო პროცესში,ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი საერთაშორისო კამპანია და დაგეგმილი აქტივობები-ამ თემებზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე იმ აქტივობებზე იმსჯელეს,  რომელიც რეზოლუცია 1325 - ის სტრატეგიით შემუშავდა.  სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფი კამპანიას უერთდება და საკუთარი აქტივობის გამართავსაც გეგმავს.

კამპანიის ფარგლებში ღონისძებების დაგეგმვას კოკის ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფიც აპირებს.ეს ერთ-ერთი საკითხი იყო, რაზეც მათ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

ასევე იმსჯელეს ახალგაზრდების  როლზე  მშვიდობის შენარჩუნებაში, სოციალური ერთიანობის გაძლიერებასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაში.

აღინიშნა, რომ  ახალგაზრდული რესურსი და მოხალისეობრივი აქტივობები ხელს შეუწყობს მშვიდობის კულტურის დანერგვას და მის პოპულარიზაციას მომავალ თაობაში.

სოფელ კოკის ახალგაზრდა საინიციატივო  ჯგუფის წევრებმა  ახალგაზრდების ჩართულობით  შემუშავებული სამშვიდობო აქტივობების გეგმა განიხილეს.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები