სამშვიდობო პროცესებში ქალებისა და ახალგაზრდების როლი-შეხვედრები წყალტუბოსა და სენაკში გაიმართა

სამშვიდობო პროცესებში ქალთა ჩართულობა, სამშვიდობო აქტივობების მნიშვნელობა და შედეგები-ამ თემებზე იმსჯელეს სენაკსა და წყალტუბოში, ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან გამართულ შეხვედრაზე. მონაწილეთა აზრით, წარმატებული ქალების მოსმენა, სამშვიდობო ინიციატივები ხელს შეუწყობს ქალთა გააქტიურებას და სამშვიდობო საკითხების პოპულარიზებას.

 რისი გაკეთება შეუძლიათ ახალგაზრდებს საკუთარ მუნიციპალიტეტებში მშვიდობის კულტურის დამკვიდრებისთვის- ამ საკითხზე კი წყალტუბოსა და სენაკის ახალგაზრდული ჯგუფების წევრებმა ისაუბრეს. შეხვედრამ ორივე ქალაქში  დისკუსიის ფონზე , საინტერესო იდეების ერთმანეთში გაცვლით და სამომალო გეგმებზე მსჯელობით ჩაიარა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები