სენაკის საინიციატივო ჯგუფები ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიაში ჩაერთნენ
ფემიციდი, ოჯახში ძალადობა, სტერეოტიპების მსხვრევის აუცილებლობა-ამ თემებზე იმსჯელეს სენაკში , ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე . მონაწილეებმა ოჯახური ძალადობის თემაზე შექმნილი ფილმი ნახეს და შემდეგ დისკუსია მოაწყვეს. ქალთა ჯგუფის წევრების ინიციატივით, სხვადასხვა ჯგუფთან სამი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში აქტიურად იყვნენ ჩართული სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებიც. მონაწილეებმა ძალადობის პრევენციის საქმესა და ცნობიერების ამაღლებაში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ ისაუბრეს.აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინფორმირება ამ კუთხით გადამწყვეტია.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით