შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა თემაზე: "მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება"
საინიატივო ჯგუფს კვლევის ჩატარების მეთოდებზე ინფორმაცია მიეწოდა.
კვლევის პროცესის ეფექტიანად ჩატარების მიზნით ფოკუს ჯგუფების, ინტერვიუების ჩასატარებლად ჩართული პირების ფუნქციები და პასუხისმგებლობები გადანაწილდა.
შეირჩა რესპოდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.
პროექტი „ განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ USAID მხარდაჭერით ხორციელდება.