ქუთაისის ქალთა საინიციატივო და ახალგაზრდული კლუბის წევრებთან მორიგი შეხვედრები გაიმართა
ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა 1 მარტს გამართულ შეხვედრაზე ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ მიიღეს.
განიხილეს, თუ რატომ არის აუცილებელი ქალთა სოლიდარობა,ასევე
ლიდერ ქალებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნახეს.
შეხვედრის ბოლოს კი თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილი პრობლემები და ხარვეზები მიმოიხილეს.
20 მარტს ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან გამართულ მორიგ შეხვედრაზე კი ფორუმ თეატრის თემაზე -ბულინგის საკითხზე იმუშავეს.
შეადგინეს სცენარი, რომლის მიხედვითაც ფორუმ თეატრი დაიდგა.