შეხვედრა ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან და ახალგაზრდული კლუბის წევრების მზადება მაყურებელთან შესახვედრად

ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა. მონაწილეებმა  ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის შესახებ მიიღეს. ისაუბრეს თანამედროვე გამოწვევებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს გზავნილი- მშვიდობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა.

შეხვედრაზე თვისებრივი კვლევის ჩატარებისას გამოვლენილ პრობლემებსა და ხარვეზებზეც აღინიშნა.

 დატვირთულად მუშაობს ხონის ახალგაზრდული კლუბიც.

ფორუმ თეატრის საინტერესო სცენა დაიდგა ხონის მესამე საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბში, რომლის  შექმნაში მთელმა ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა.

ახალგაზრდების თვალით დანახული აქტუალური, მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემები მონაწილეებმა სცენარად აქციეს და ინტენსიური რეპეტიციების შემდეგ მაყურებლის წინაშეც წარსდგებიან.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები