სენაკის საინიციატივო ჯგუფების აქტივობები
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ შეხვედრაზე საკუთარი საქმიანობა შეაფასეს, იდენთიფიცირებული პრობლემების სიას გადახედეს და მოუგვარებელი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
მონაწილეთა აზრით, გუნდური მუშაობა, გენდერული სენსიტიურობა, კარგად გაწერილი ადვოკატირების გეგმა მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში დაეხმარა.
შეხვედრის დასაწყისში კი 16-დღიანი კამპანიის შესახებ ისაუბრეს.ქალბატონებმა გენდერული სტერეოტიპებსა და საზოგადოებაში მომატებულ ძალადობის შემთხვევებზე გააკეთეს აქცენტი.
სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა ოჯახური ძალადობის პრობლემებზე, მიზეზებსა და შედეგებზე ისაუბრეს. მიიღეს ინფორმაცია ძალადობის 16-დღიანი კამპანიის შესახებ. დაიგეგმა კამპანიის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები.