მშვიდობის საერთაშორისო დღე სენაკში
მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა. ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა. არაფორმალური ურთიერთობის ფონზე, კერძების დაგემოვნებასთან ერთად მონაწილეები იხსენებდნენ პოზიტიურ ისტორიებსა და საერთო ტრადიციულ ელემენტებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობებიდან. ჯგუფის წევრებმა კერძების ისტორიასა და შემადგენლობაზეც ისაუბრეს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს სხვა ყველაფერთან ერთად სამზარეულოც საერთო გვქონდა. შეხვედრას ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ახალგაზრდები, დევნილი ქალები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ. ღონისძიება რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული სამშვიდობო სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა, მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზურ-ოსურ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას.
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15190-2024-09-28-12-22-15#sigProIdb868110a28