ოთხწლიანი მუშაობის შეფასება და საინტერესო შეხვედრა
9 ნოემბერს, ფონდ ,,სოხუმის ,, ოფისში შეფასებითი ვორკშოპი გაიმართა. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის ქალთა საინიციატივო ჯგუფებმა ოთხწლიანი მუშაობის შედეგები შეაფასეს. რა გავლენმა იქონია საპროექტო მიმართულებებით განხორციელებულმა საქმიანობამ საზოგადოებასა და ქვეყანაზე, რა შეიცვალა მათ თემში-ამ მიმართულებით იმუშავეს ცალკეულმა ჯგუფებმა. ოთხწლიან მუშაობას პოზიტიური შედეგები მოჰყვა, რომელიც ჯგუფის წევრებმა სხვადასხვა მიმართულებით მიიღეს. მათ წინადადებებში მომავალი პროექტის კონტურები გამოიკვეთა, რომელიც , პირველ რიგში, სამშვიდობო მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას გულისხმობს. შეფასებისას მონაწილეებმა დადებითი სიტყვები არ დაიშურეს. „ოთხი წელი ძალიან დიდი დროა იმისთვის, რომ შეიცვალო! ჩვენ ვგრძნობთ ამ ცვლილებას, ჩვენ გარემოზეც მოვახდინეთ გავლენა და ამიტომ, ვფიქრობ, ამ პროექტმა კარგი საქმე გააკეთა. “ „ინფორმირება, სამშვიდობო თემის გააქტიურება, ადვოკატირება - ამ ყველაფერში ჩვენ ყველანი ერთნაირად ვიყავით ჩართულები.“ „გავძლიერდით და შევძელით სხვების გაძლიერება. გავააქტიურეთ ისეთი თემები, რომელზეც მანამდე არ საუბრობდნენ. “- ეს პროექტში ჩართულთა მოკლე შეფასებებია. შეხვედრა განხორციელდა პროექტის- „განხეთქილების დაძლევა ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც USAID -ის მიერ არის დაფინანსებული.
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15314-2024-11-18-09-21-04#sigProIdbe49bb7ed3