ქუთაისი - პირველი ტრენინგი ლიდერობის თემაზე
ქუთაისში, სასტუმრო „არგოში“ ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ლიდერობა იძულებით გადაადგილებული და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“. მონაწილეობდნენ თვითდახმარების ჯგუფის წევრები ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ხაშურის, საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან.
ამ ტრენინგით დაიწყო პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემების გაძლიერებისთვის“ ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგების ციკლი. ტრენინგების მიზანია თვითდახმარების ჯგუფის წევრთა მომზადება სათანადო ცოდნით და უნარებით, დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულთა თემებში სოციალური მუშაობის გაძლიერებისთვის.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი იყო: საინტერესო, აქტიური, დინამიური, პროდუქტიული.
ტრენინგის პირველი ნაწილი ქალთა ლიდერობის, ლიდერობის მახასიათებლებისა და ძირითადი კომპონენტების განხილვას დაეთმო. მეორე ნაწილი იმიტაციური სავარჯიშოებით და თემატური ვიდეორგოლებით გაგრძელდა. პრეზენტაციის, თვითპრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის მნიშვნელობა მონაწილეებმა აქტიური ინტერაქციით დაასაბუთეს.
მონაწილეთა აზრით, ქალთა ლიდერობის განვითარება მნიშვნელოვანია ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირებისა და უზრუნველყოფისთვის. ლიდერობის თემაზე სხვა ჯგუფებიც გაივლიან ტრენინგებს, ეს ჯგუფი კი ახალ თემაზე იმუშავებს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/treiningi-ka/item/15852-2025-09-01-09-11-52#sigProId927cbcafce