ჩოხატაური: თანამშრომლობის კონტურები

ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის საკონფერენციო დარბაზში ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა ჩატარდა. მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებმა გაცვალეს მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მათი ოჯახების  სოციალურ დაცვას და გაძლიერებას.

საჯარო სკოლების წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მერიის ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობისგან დაცვის საკითხებში უწყებათაშორისი კომისიის თაობაზე.

მონაწილეებმა დაასახელეს არაერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. დაისახა მომავალი თანამშრომლობის კონტურებიც. 

შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.

  • ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
  • გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
  • ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.

(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები