უწყებათაშორისი თანამშრომლობა
ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის - „მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ - რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პასუხისმგებელი ადგილობრივი რგოლების კოორდინაციას და ინფორმაციის გაცვლას (კვლევის ბმული: https://fsokhumi.ge/.../item/13796-2023-07-13-20-36-14).
ამჯერად ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებთან და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად ისაუბრეს არაერთ საჭირბოროტო საკითხზე, რომლებიც ეხება ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობას, ძალადობის პრევენციას, მოზარდების გარშემო არსებულ კლიმატს, მათი ოჯახების ფსიქოსოციალურ და სხვა საჭიროებებს.
შეხვედრამ ცხადი გახადა, რამდენად მნიშვნელოვანია უწყებათაშორისი თანამშრომლობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)