ქალების ახალი სურვილები და მიზნები
თერჯოლის ქალთა დღის ცენტრში წარმატებით დასრულდა ჭრა-კერვის სასწავლო კურსი. ჩვენს ნიჭიერ ბენეფიციარებს მისალოცად მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ რობაქიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგბერაშვილი ესტუმრნენ. ისინი თავიდანვე გულშემატკივრობდნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ამ კეთილ საქმეს და ხელს უწყობდნენ, რომ სწავლება კომფორტულ სივრცეში წარმართულიყო.
კურსდამთავრებულებმა თავიანთი ნაშრომები წარმოადგინეს. მათ საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები. იყო მადლიერება და სიხარული. ბენეფიციარებმა ახალ პროფესიასთან ერთად შეიძინეს ერთმანეთი, მეგობრები, მხარდამჭერები და ახალი სურვილები და მიზნები გაუჩნდათ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)