სამედიცინო აქცია წყალტუბოში
ხშირად ქალებს საკუთარი ჯანმრთელობისთვის ყურადღების მისაქცევად არც ფინანსები რჩებათ და არც დრო, სწორედ ამიტომ ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ მასშტაბური სამედიცინო აქცია ჩაატარა კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
პირველი იყო წყალტუბო - დევნილმა ქალებმა უფასოდ მიიღეს ოჯახის ექიმის, მამოლოგის, გინეკოლოგის კონსულტაციები და ჩაუტარდათ სკრინინგი.
ექიმების ჯგუფი ქალებს ესაუბრა ძალადობის ნეგატიურ ზეგავლენაზე, რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ძუძუს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობასა და სკრინინგ-პროგრამებზე.
სამედიცინო აქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია დევნილთა თემში. ქალებმა კმაყოფილება და მადლიერება გამოხატეს.
აქციაში ჩართულნი იყვნენ მერიის, გენდერული საბჭოს და წყალტუბოში მომუშავე სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები.
კამპანია ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, EU4Dialogue პროექტის ფარგლებში.