პრესკონფერენცია მედია კონკურსის შესახებ

26 ივლისს ქალთა ფონდმა „სოხუმი“ Zoom პლათფორმაზე ონლაინ პრესკონფერენცია გამართა მედია კონკურსის შესახებ.  პრესკონფერენციას ეწრებოდნენ იმერეთის რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტები.

პრესკონფერენცია სრულად მიეძღვნა ფონდის ახალ კონკურსს თემაზე: „გენდერული დეზინფორმაცია და ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქება“, რომელიც იმართება პროექტის „ნარატივების შეცვლა: გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ინფორმირებული, მგძნობიარე საზოგადოებისა და ეთიკური რეგიონული მედიისთვის“ ფარგლებში.

კონკურსი მიზნად ისახავს ჟურნალისტური ძალისხმევის მხარდაჭერას და აღიარებას ისეთი კონტენტის შექმნაში, რომელიც ეწინააღმდეგება გენდერულ დეზინფორმაციას. კონკურსი ასევე ხელს უწყობს ეთიკური და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის წინ წამოწევას ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის საკითხების გაშუქებაში. ის უზრუნველყოფს შესაბამისი პლათფორმის შექმნას ხარისხიანი ჟურნალისტური შემოქმედების მხარდაჭერისა და მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ჟურნალისტს ინდივიდუალურად ან ჟურნალისტების ჯგუფს, თუ კი საკონკურსო მასალა თანაავტორობით მომზადდა. ნომინანტებმა საკონკურსო ნამუშევარს უნდა დაურთონ მედია პლატფორმაზე გამოქვეყნების დამადასტურებელი ბმული. დამატებით ქულებს მიიღებენ მანაწილეები, რომლებიც ინოვაციურად მიუდგებიან ნამუშევრის გავრცელებას და ამისთვის რამდენიმე პლატფორმას გამოიყენებენ.

საპრიზო ფონდის შესახებ და მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - https://fsokhumi.ge/images/2024/10/bukleti-konkursi.pdf

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები