სამოქალაქო ინიციატივები - სკვერების გამწვანება
ხონის, ჩოხატაურის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში ჩამოყალობებულ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებს საშუალება მიეცათ, განაცხადები შემოეტანათ „სამოქალაქო ინიციატივების“ კონკურსზე. საკონკურსო ბარიერის გადალახვის შემდეგ მათ განახორციელეს თავიანთი ინიციატივები: ხონის და წყალტუბოს დევნილთა დასახლებებში და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში განახლდა და გამწვანდა არსებული სკვერები. ეს ხელს შეუწყობს სასიამოვნო და უსაფრთხო გარემოს შექმნას თემებში, ასევე თემის წევრების სამოქალაქო აქტივიზმის ზრდას.
პროექტი ხორციელდება გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/zaladobis-winaagmdeg/vstrechi-zaladoba/item/15376-2024-11-27-17-17-49#sigProIdf6a721ee47