მიგნებების, გამოწვევების, წარმატებული პრაქტიკის გაზიარება საინფორმაციო შეხვედრაზე

ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებების გაზიარება მოხდა ქუთაისში, „წიგნების თაობის“ ოფისში. შეხვედრის მონაწილე მშობლებმა, დარგის სპეციალისტებმა, ექსპერტებმა, ფსიქოლოგებმა, ჟურნალისტებმა, კერძო და საჯარო ბაღების მმართველებმა ინფორმაციები გაცვალეს და აქტუალურ საკითხებზე გააკეთეს აქცენტი:

- როგორია ხარისხის სტანდარტის მიხედვით ოჯახის და თემის ჩართულობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესებში

- რა უშლის ხელს ორივე მშობლის თანაბარ ჩართვას, რატომ ვერ ხერხდება მამების ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდა და რა წამახალისებელი ინიციატივებით უპირისპირდებიან ამ პრობლემას საბავშვო ბაღები?

- რამდენად არის დაბალანსებული შშმ/სსმ ბავშვის მშობლების თანაბარი მონაწილეობა სააღმზრდელო პროცესში.

- რამდენად მაღალია თანამშრომლობის და კოორდინაციის ხარისხი სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან და ბავშვის უფლებებზე მომუშავე აქტორებთან

დისკუსიის ნაწილში მონაწილეებმა გამოწვევების პარალელურად წარმატებული პრაქტიკაც მოისმინეს და დაადასტურეს, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი მიგნებების საპასუხოდ აუცილებელია ხარისხის სტანდარტით განსაზღვრული ოჯახისა და თემის ჩართულობის გაზრდა, რაც, პირველ რიგში, გაზრდის ბავშვის სარგებელს და პოზიტიურად დააბალანსებს მის ინტერესებზე ორიენტირებულ გარემოს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ასევე ამ კატეგორიაში « კვლევის მიგნებების გაზიარება

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები