10 შეხვედრა - აქტიურად, საინტერესოდ...
ვანში, ღია ცის ქვეშ ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს სხვადასხვა ინფორმაცია გაუზიარეს. შეხვედრის ერთი მონაკვეთი ციფრულ წიგნიერებას მიეძღვნა.
ჯგუფის წევრები ყოველთვის დიდი ინტერესით ესწრებიან შეხვედრებს. ასე იყო სოფელ ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქობულეთში, ჩოხატაურში. ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფის წევრების საჭიროებების შესაბამისად, წყალტუბოში გაიხსნა ჭრა-კერვის კურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალებისთვის.
შეხვედრების ერთი ნაწილი - წყალტუბოში, წალენჯიხაში, თერჯოლაში, ქუთაისში, სენაკში, ხობში - ონლაინ ჩატარდა, თუმცა არანაკლებ აქტიურად და საინტერესოდ.
ციფრული წიგნიერების მასწავლებელთან ერთად შეხვედრებზე ჩაერთო ფსიქოლოგი, რომელმაც სასარგებლო რჩევები მისცა მონაწილეებს.
ჯგუფის წევრები გაეცნენ ახალ მასალებს ჩვენს ვებგვერდზე https://sosfsokhumi.ge/ - „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“.
პროექტის ასისტენტი ნინო ჭაბუკიანი აღნიშნავს: „შეხვედრებზე ვისაუბრეთ სამოქალაქო ინიციატივების შესახებ. ჯგუფის წევრებმა შეავსეს ანკეტები, სადაც ამ ინიციატივებს აფიქსირებენ. მათ აინტერესებთ სხვადასხვა სფერო - მეფრინველეობა, კულინარია, ჭრა-კერვა. ანკეტებშიც ეს და სხვა მიმართულებებია წარმოდგენილი. ქალების აზრით, მათი ინიციატივების მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს“.
პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)
Image Gallery
https://fundsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/zaladobis-winaagmdeg/vstrechi-zaladoba/item/15802-10#sigProId0781822b43