ძალადობის პრევენცია და სამართლებრივი მხარდაჭერა რეგიონში - შეხვედრა ხონში
ხონში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ძალადობის პრევენციისა და ქალთა სამართლებრივი უფლებების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძალადობის ფორმებზე და იმ სამართლებრივ მექანიზმებზე, რომლებიც მსხვერპლთა დაცვისთვის არსებობს — პოლიციისთვის მიმართვა, დამცავი და შემაკავებელი ორდერები, თავშესაფრებითა და კრიზისული ცენტრებით სარგებლობა.
შეხვედრის შემდეგ იურისტმა ინდივიდუალური კონსულტაციები გაუწია სამ ქალბატონს. განხილულ იქნა ოჯახური ძალადობის შემთხვევა, ფსიქოლოგიური ძალადობა არასრულწლოვანზე (სკოლაში ბულინგის კონტექსტში) და სისხლისსამართლებრივი საქმის სამართლებრივი ასპექტები ოჯახის წევრის დაცვის კუთხით.
„ქალებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ კანონი მათი დაცვის ინსტრუმენტია და დახმარების მიღება რეალურად შესაძლებელია,“ — აღნიშნავს იურისტი.
ფონდი ქალთა ფონდი „სოხუმი“ განაგრძობს მუშაობას ქალთა უფლებების დაცვისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით, მათ შორის რეგიონებში, რათა სამართლებრივი მხარდაჭერა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქალისთვის.
პროექტი ხორციელდება CISU-ის მხარდაჭერით
Latest from Davit
- ონლაინ ვორქშოპი ახალგაზრდებთან | ჩოხატაური & ვანი
- ხონისა და სენაკის ქალთა ჯგუფებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
- ტრენინგი ფონდი „სოხუმის“ თანამშრომლებისთვის - ტრავმაზე ორიენტირებული პრაქტიკების გაძლიერება
- ონლაინ შეხვედრა ქალთა ჯგუფებთან
- პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა — ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა
