ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში მუშაობა დაასრულა მზარეულის კურსმა. პროექტის მიმდინარეობისას მონაწილეები გაეცნენ კერძების მომზადების ტექნოლოგიურ ჯაჭვს, პროდუქტების შენახვის და მომზადების წესებს, კარგად შეისწავლეს ყველა აუცილებელი დეტალი, მოამზადეს 24 კერძი. ბოლო, შემაჯამებელ გაკვეთილზე წარმოადგინეს თავიანთი ნახელავი, რამაც ჟიურის შექება დაიმსახურა. მათ გამოხატეს სურვილი, მომავალში დაიწყონ მცირე ბიზნესი - ამით მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ თავიანთი ცხოვრება და მიიღონ ფინანსური მოგება.