თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საპროექტო ღონისძიებები

1 2 3 4 5 6 7

თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში ჩატარდა ფილმების „შინ“ და „ხმა ამოიღეთ“ ჩვენება. ფილმები ქალთა მიმართ ძალადობაზეა და რეალურ ამბებს მოგვითხრობს. ღონისძიებებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე საბჭოს წევრებთან ერთად დაესწრო. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები და აქტიური დისკუსიები აუცილებელია, თვითმმართველობის ჩართვა კი - ეფექტიანობის გარანტი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პროექტის შეჯამება ლანჩხუთში

1 2 3 4 5

ლანჩხუთში დასკვნით შეხვედრაზე შეჯამდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტი „ადგილობრივი თანამშრომლობა - ოჯახში ძალადობის პრევენცია.“  აღნიშნულ იქნა, რომ ექვსთვიანი პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობა ეფექტიანი იყო - რეფერალური მექანიზმის სუბიექტებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ იმოქმედონ ძალადობის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში. საბავშვო ბაღებში იურისტის, ფსიქოლოგისა და კონფლიქტოლოგის ჩართულობით გაგრძელდა შეხვედრების ციკლი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური სწავლება დღის ცენტრში

1 2 3 4 5 6 8

პროფესიული კურსების ახალი ჯგუფები დაკომპლექტდა ფონდი „სოხუმის“ დღის ცენტრში. სწავლება მიმდინარეობს სამი მიმართულებით: პოლიმერულ თიხაზე მუშაობა, ჭრა-კერვა, საბუღალტრო აღრიცხვა.

ქალები და გოგონები ეუფლებიან ახალ პროფესიას, ეს კი მომავალში მათ დაეხმარება ეკონომიკურ გაძლიერებაში.

მუშაობა ტარდება პროექტის „ოჯახში ძალადობის თავიდან აცილების სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში პოლონურ ორგანიზაციასთან Human Doc Foundation პარტნიორობით.

 

პროექტი ხორციელდება ფონდ Human Doc-თან პარტნიორობით
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების
თანამშრომლობის პროგრამის მხარდაჭერით

ტრენინგი თეკლათის საბავშვო ბაღში

1 2 3 4 5 6

სოფელ თეკლათის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საბავშვო ბაღში ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ოჯახში ძალადობის ტიპები, ნიშნები, რეფერირების გზები და მექანიზმები“.

მონაწილეებმა - აღმზრდელებმა და მშობლებმა - მიიღეს ინფორმაცია ძალადობის ფორმებზე, მისი გამოვლენის გზებზე და მასზე რეაგირების მექანიზმებზე. მუშაობამ აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა. აღინიშნა, რომ მსგავსი ინფორმაცია მნიშვნელოვანი და დროულია. ტრენინგი ჩატარდა სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის  „მშობლები ჯანსაღი თაობისათვის“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდები - 16-დღიანი კამპანიის დასაწყისში

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 15 16 17

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა მრგვალი მაგიდების ციკლი ჩაატარეს დასავლეთს აქართველოს 10 მუნიციპალიტეტში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, წალენჯიხა.

შეხვედრები მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ დაწყებას. განხილულ იქნა კამპანიის მნიშვნელობა, ძალადობის პრობლემის აქტუალობა, არსებული მექანიზმები და გამოწვევები. შეხვედრებმა აქტიური დისკუსიების ფონზე ჩაიარა, რადგან მონაწილეობდა საკმაოდ ბევრი ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა პრობლემის მოგვარებაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის და შსს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, პედაგოგები, ახალგაზრდები, ცენტრების ბენეფიციარები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები