სამობილიზაციო შეხვედრები 16-დღიანი კამპანიის საკითხებზე

1 2 3 4 5 6

დღეს დაიწყო კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. ამიტომაც ნოემბერში ჩატარებული სამობილიზაციო შეხვედრები კამპანიას მიეძღვნა.  სენაკის, ქუთაისის, ხონის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) და ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა შეხვედრებზე ისაუბრეს კამპანიის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, მუნიციპალიტეტში არსებულ სერვისებზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კანონმდებლობა, ქვეყნის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო კანონები და კონვენციები კრძალავს დისკრიმინაციას, მაინც ხშირია ქალთა უფლებების დარღვევა და ძალადობა მათ მიმართ. შეხვედრებზე დაისვა საკითხები, რომელთა ადვოკატირებასაც დაიწყებენ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოზურგეთი - შეხვედრები აღმზრდელებთან

1 

2 3

ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში გრძელდება შეხვედრები იურისტისა და ფსიქოლოგის ჩართულობით სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებთან. შეხვედრებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც ხდება მონაწილეთა ინფორმირება თავიანთ მოვალეობებზე.

ასევე შედგა შეხვედრა იმ ჯგუფის წევრებთან, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნა და პასუხს აგებს ძალადობის ფაქტების გამოვლენასა და რეაგირებაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგები და შეხვედრები თერჯოლაში

1 2 3 4 5

„როგორ შევქმნათ საკუთარი მცირე ბიზნესი“ - ამ თემაზე გაიმართა ტრენინგები ქალებისთვის თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მცირე პროექტის ფარგლებში. მონაწილეებს მიეწოდათ საჭირო ინფორმაცია, რათა თავად შეძლონ თავიანთი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ასევე შედგა დიალოგი მოძღვართან. ასეთი შეხვედრები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, შეიქმნას სივრცე მსჯელობისთვის, რომ დააკვირდნენ მოვლენებს, გამოავლინონ სისუსტეები და დროულად მოხდეს პრობლემაზე რეაგირება.

პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მშობლებთან და მოსწავლეებთან თერჯოლის მეორე საჯარო და ზედა ალისუბნის სკოლებში ფონდი „სოხუმის“ კონფლიქტოლოგისა და ფსიქოლოგის ჩართულობით. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა მიიღეს რჩევები, როგორ მოაგვარონ კონფლიქტური სიტუაციები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გამოკითხვა ოჯახური ძალადობის საკითხებზე

1 2 3

ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფი ოჯახური ძალადობის მონიტორინგს ეწევა კონფლიქტის ადრეული გაფრთხილების გენდერულად ორიენტირებული სისტემის (GREWS) გამოყენებით.

საველე მონიტორები უკვე მეორე თვეა, გამოკითხვას ატარებენ წყალტუბოში, ქუთაისსა და  კონფლიქტისპირა სოფლებში: ხურჩა, კოკი, განმუხური, ორსანტია, შამგონა (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ფახულანი, წყოუში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი).

ანკეტირებით და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდებით მიღებული ინფორმაციები საშუალებას მოგვცემს, განისაზღვროს, რამდენად აქტუალურია ოჯახური ძალადობის თემა იძულებით გადაადგილებულ პირებში, რამდენად ხელმისაწვდომია ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად არსებული სერვისები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტის გამყოფ ხაზთან, ან გადაადგილდებიან გალის ტერიტორიაზე.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ვორკშოპი მობილიზატორებისთვის

1 2 3 4 5

ფონდი „სოხუმის“ ოფისში გაიმართა ვორკშოპი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის - შეჯამდა მიმდინარე მუშაობა, დაიგეგმა ღონისძიებები კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. შეხვედრაზე მობილიზატორებმა გამოავლინეს მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და იმუშავეს საპროექტო იდეებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლის და სამომავლო გეგმების დასახვის მიზნით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები