კონფლიქტების შესახებ - ფსიქოლოგიურ შეხვედრაზე წყალტუბოში

 

კონფლიქტები, მათი სახეები, მიზეზები, მოგვარების გზები - ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის - ეს თემა იქნა შერჩეული სასაუბროდ წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. ფსიქოლოგიურ საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრას 10 ქალი ესწრებოდა, მათ შორის ერთი - პირველად.

როგორც აღინიშნა, პროფილაქტიკა, გაფრთხილება და ოჯახური კონფლიქტების გადაჭრა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ კონფლიქტების მიმართ და როგორ ვმოქმედებთ.

 ეხვედრის მონაწილეები დაეთანხმნენ მოსაზრებას, რომ არ უნდა ვეძებოთ პასუხი კითხვაზე „ვინაა დამნაშავე?“ სჯობს ვუპასუხოთ შეკითხვას: „რა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ურთიერთობებში კონფლიქტები შეწყდეს?“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის რჩევები ქუთაისში გამართული შეხვედრების მონაწილეებს

     

ყოფითი საკითხები, ბავშვების აღზრდა, ბიუჯეტი, სექსი - ყველა სფეროში შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობა. ოჯახური კამათი - ის თემაა, რომელიც აბსოლუტურად ყველას აღელვებს.

ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრეს აპრილის შეხვედრებზე ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში.

რატომ კამათობენ ადამიანები? იმიტომ რომ გაიმარჯვონ და თავიანთი სიმართლე დაამტკიცონ. სინამდვილეში გაუთავებელი კამათი - არის გზა განქორწინებისკენ.

ოჯახური ცხოვრება ბედნიერი რომ იყოს, მეუღლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ ერთ უღელში იმყოფებიან. გულახდილობა და  ერთმანეთზე ზრუნვა - ასეა შესაძლებელი ოჯახში ჰარმონიის შენარჩუნება.

აპრილში გაიმართა 12 ჯგუფური და 6 ინდივიდუალური შეხვედრა 82 ქალის მონაწილეობით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურიდიული შეხვედრები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

  

 

იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრებზე ისაუბრეს ოჯახში ძალადობის აღკვეთის მექანიზმებზე, პრევენციაზე, საოჯახო სამართალზე, ალიმენტის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძველებზე. გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები. ერთი ბენეფიციარი გადამისამართდა სასამართლოში. გამოვლინდა ძალადობის რისკ ჯგუფის მქონე ქალბატონი, რომელთან მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. მიღებული ინფორმაციით, წინა თვეებში გაცემული კონსულტაციის შედეგად ბენეფიციარმა მოაგვარა თავისი პრობლემა. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ძალადობის მონიტორინგი - შეივსო 15 ანკეტა

ფონდი „სოხუმი“ ყოველთვიურად ატარებს ძალადობის მონიტორინგს. ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა აპრილში შეავსეს მსხვერპლ ქალთა 15 ანკეტა. ანკეტებში აღწერილია ძალადობის რეალური შემთხვევები - ქმრის, დის თუ ოჯახის სხვა წევრების მხრიდან.

ყველა 15 შემთხვევა დაფიქსირებულია, ძალადობის ობიექტებს ეცნობა ფოდნის სერვისების შესახებ და მიმდინარეობს დაკვირვება რეაგირების დინამიკაზე.

დაზარალებული ქალებიდან მხოლოდ  სამი მივიდა ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე, ორმა მათგანმა გაიარა იურიდიული კონსულტაცია და მათ მიეცა მიმართულება შესაბამის სტრუქტურებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები სენაკში, ქუთაისსა და ხურჩაში

  

ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ოჯახური კამათი და კონფლიქტები, განსხვავება მათ შორის, მიზეზები და თავიდან აცილების გზები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“.

აქტიური დისკუსია გაიმართა ურთიერთობების დამანგრეველი 10 ფრაზის და სკანდალების თავიდან აცილების 13 საუკეთესო ხერხის ირგვლივ.

ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები და კონსულტაციები ჩატარდა სენაკის, ქუთაისის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები