ფსიქოლოგის სამი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა

   

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა სამი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ჩაატარა: 5 აპრილს - ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, 6 აპრილს სოფელ წყალტუბოს გამგეობაში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი) და 10 აპრილს - ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საუბარი გაიმართა ოჯახში ძალადობის პრევენციის თემაზე: პრობლემის გადაჭრის ასერტული მეთოდოლოგია, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია, ყველაზე მარტივი სტრატეგია - ცდისა და შეცდომის მეთოდი, ახალი  უნარ-ჩვევების გაცნობა.

იქედან გამომდინარე, რომ სოფელ წყალტუბოში მხოლოდ ახალი ბენეფიციარები ესწრებოდნენ - მედმუშაკები და გამგეობის წარმომადგენლები, შეხვედრის თემა  გახდა ფონდი „სოხუმის“ მუშაობა ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის კუთხით. მათ მიიღეს ინფორმაცია ფონდის  იურიდიულ და ფსიქოლოგიურ უფასო სერვისებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა სოლიდარობა - ფსიქოლოგიური შეხვედრების თემა ქუთაისში

  

 

ქალთა სოლიდარობა - ასეთი იყო ფსიქოლოგიური შეხვედრების თემა ქუთაისში, დევნილთა ჩასახლების კოლექტიურ ცენტრებში. სულ გაიმართა 12 ჯგუფური და 3 ინდივიდუალური შეხვედრა - მონაწილეობდა 88 ქალი 21-დან 66 წლამდე.

ყველა შეხვედრა განსხვავებულად ჩატარდა. ქალები ერთმანეთს უზიარებდნენ რეალურ ისტორიებს და თვითონვე აკეთებდნენ დასკვნებს, რომ აუცილებელია სოლიდარობა - ქალების მხრიდან ერთმანეთის მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია ძალადობის პრევენციის პროცესში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური შეხვედრები სენაკის, ქუთაისის, ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

 

ორმოცამდე ქალი შეიკრიბა ჯგუფურ ფსიქოლოგიურ შეხვედრებზე სენაკის, ქუთაისის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. მათ ინტერესით მოისმინეს საუბრის თემა - ქალური სოლიდარობა ანუ ქალების მიერ ერთმანეთის მხარდაჭერა, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. შეხვედრებზე დაისვა შეკითხვა: ქალური სოლიდარობა - მითი თუ რეალობა? ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია შფოთვა, რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რაც პირდაპირ მოქმედებს ოჯახის ამინდზე. როცა ქალი გადარჩენაზე ფიქრობს, ეს მას სოლიდარობისკენ კი არა, არაჯანსაღი კონკურენციისკენ უბიძგებს.

ფსიქოლოგმა ქალებს ეფექტური რჩევები მისცა სოლიდარობის გამოვლენისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის კონსულტაციები ხონში, წყალტუბოსა და ფოთში

ხონის, წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებშიფსიქოლოგის კონსულტაციებს დაესწრნენ დევნილი და ადგილობრივი ქალები, ზოგიერთი მათგანი - პირველად.

საუბარი შეეხო ქალთა სოლიდარობის მნიშვნელობას ძალადობის პრევენციისთვის.  იყო აგრეთვე მსჯელობა თემაზე „მოტივაცია და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი“.

უკუკავშირისას ქალებმა აღნიშნეს, რომ ფსიქოლოგის კონსულტაციები მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან განტვირთვისა და უარყოფითი ემოციებისაგან გათავისუფლებასთან ერთად ისინი იღებენ ინდივიდუალურ რჩევებს, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამა თუ იმ რთულ სიტუაციას ფსიქიკური ჯანმრთელობის  შენარჩუნებით.

პროექტიხორციელდებაორგანიზაციაBrotfür die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისში

  

ქუთაისში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში თებერვლის განმავლობაში გაიმართა 14 ფსიქოლოგიური ჯგუფური შეხვედრა და 8 ინდივიდუალური  კონსულტაცია. 20-დან 67 წლამდე ასაკის 83 ქალი აქტიურად მსჯელობდა შეხვედრების თემაზე - როგორ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს, როგორ ვაკონტროლოთ ფიქრები კონფლიქტების და ძალადობის პრევენციისთვის.

ამ აქტუალური საკითხის განხილვა სასარგებლო აღმოჩნდა ყველასთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფსიქოლოგის რჩევა: რას კარგავს ადამიანი, რომელიც ვერ მართავს ემოციებს? სიხარულს და პოზიტიურ განწყობას, სიმშვიდეს, ახლობლებს, ღირსებას და რეპუტაციას. გრძნობების მართვა შეიძლება და აუცილებელია. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანი უფრო თავისუფალი და უფრო ბედნიერი გახდეს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები