იურიდიული შეხვედრების ძირითადი თემა - ცვლილებები კანონში

 

 

ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა ექვსი შეხვედრა გამართეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

შეხვედრებზე ძირითადი თემა იყო ცვლილებები კანონში ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც დამტკიცდა 24 იანვარს. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონში შესულ  4 ცვლილებაზე:

    1.      ადევნება დასჯადი  ქმედება გახდა და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

2.      ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით ისჯება

3.      გაფართოვდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო

4.      გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი.

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა შეხვედრა ჩაატარა #15 სკოლაში, სადაც ესწრებოდა 35 მოსწავლე - ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების სამართლებრივ ასპექტებზე.

გარდა ამისა, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები. ბორჯომში ძალადობის მსხვერპლ ქალს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია და მუშაობა შემდეგომ თვეებშიც გაგრძელდება, გამომდინარე საქმის სირთულიდან. ხონში გამოვლინდა ქალი, რომელიც მიეკუთვნება ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ფსიქოლოგთან: ინფორმაცია, დისკუსია, რჩევები

  

სამი შეხვედრა გაიმართა ფსიქოლოგთან წყალტუბოში, ხონსა და ფოთში.

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში კონსულტაცია მიეძღვნა თემას: მოტივაცია და ადამიანის შესაძლებლობების ზღვარი - ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის პრევენციისათვის. შეხვედრის მიზანი იყო ქალთა ინფორმირებულობა, უნარ-ჩვევების სწავლება და პრაქტიკული რეკომენდაციები საკუთარი პოტენციალის უკეთ წარმოჩენისთვის.

ბენეფიციარების სურვილით, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში წინასწარ დაიგეგმა შეხვედრების თემა: სუიციდის პრევენცია. ეს გამოწვეული იყო ამ ქალაქებში სუიციდის შემთხვევების გამო. შეხვედრებზე ისაუბრეს სტატისტიკაზე, მიზეზებზე და, რაც მთავარია, პრევენციის ზომებზე. დაისვა შეკითხვები. მონაწილეებმა მიიღეს პასუხები, რჩევები, რომელთაც გამოიყენებენ მოზარდებთან ურთიერთობაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იანვრის იურიდიული შეხვედრები

   

 

იანვარში ჩატარდა 7 იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობასთან და 2 ინდივიდუალური კონსულტაცია.

შეხვედრების ძირითადი თემა იყო მსხვერპლთა  დაცვის სამართლებრივი მექანიზმები. ინდივიდუალური კონსულტაცია გაეწია ბენეფიციარს, რომელმაც მოგვმართა ქუთაისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებიდან (თავშესაფრიდან) და გვთხოვა, დავხმარებოდით მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაში. შეივსო ანკეტა, რომელიც სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს. ქეისზე მუშაობა მიმდინარეობს და  უახლოეს დღეებში დასრულდება.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯგუფური ფსიქოლოგიური კონსულტაციები სენაკში, ქუთაისში, ხურჩაში

  

 

თებერვალში ფსიქოლოგიური კონსულტაციები, ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა თემაზე გაიმართა. სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საუბარი შეეხო თემას „როგორ გავუგოთ საკუთარ თავს და სხვებს“. ამ აქტუალურმა საკითხმა ურთიერთობის უამრავი დეტალი შეითავსა: როგორ ვუსმინოთ საკუთარ თავს, ემოციებს, როგორ გავიგოთ სხვების გრძნობები, როგორ დავაკვირდეთ საკუთარ აზრებს. ყველაფერი ეს - ოჯახში კონფლიქტების და საზოგადოების პრევენციის გზებია.

ქუთაისში შეხვედრა გაიმართა მე-15 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან და, ლოგიკურად, საუბარი მიეძღვნა ნაადრევ ქორწინებას და მის ნეგატიურ შედეგებს.

კონსულტაციები ინტერაქტიურ რეჟიმში გაიმართა. მონაწილეები ინტერესდებოდნენ სხვადასხვა პრობლემით, შეკითხვებს უსვამდნენ ფსიქოლოგს, კამათობდნენ და იღებდნენ რჩევებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

9 ფსიქოლოგიური ჯგუფური და 3 ინდივიდუალური შეხვედრა ქუთაისში

  

 

9 ფსიქოლოგიური ჯგუფური და 3 ინდივიდუალური შეხვედრა გაიმართა ქუთაისში დევნილებთან იანვარში. მონაწილეობდა 58 ქალი 19-დან 67 წლამდე, პირველად მიიღო მონაწილეობა 7-მა ქალმა.

საუბრობდნენ სტრესზე, ოჯახურ კონფლიქტებზე, დაბალ თვითშეფასებაზე... ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის თქმით, სტრესთან გამკლავების ერთადერთი გზა აქტიურობაა. მუდმივი ყურადღების კონცენტრაცია ცხოვრების ნათელ მხარეებზე და ქმედებებზე, რომლებიც უკეთესობისკენ ცვლის მდგომარეობას, დაგეხმარებათ არა მხოლოდ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, არამედ ხელს უწყობს წარმატების მიღწევას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები