ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოში, ხონსა და ფოთში

   
წყალტუბოს, ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ფსიქოლოგის კონსულტაციები ჩატარდა. 
წყალტუბოში შეხვედრას ახალი ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ. მათ მიეწოდათ  ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მუშაობის შესახებ. მონაწილეებმა გაიგეს ყველა იმ სერვისზე, რომელსაც ორგანიზაცია სთავაზობს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისათვის.
ხონისა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები - ერთ-ერთ საშუალო ასაკის ქალს ფსიქო-ემოციური პრობლემები აქვს, სხვებს  ესაჭიროებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა რეაბილიტაციისათვის.
ქალების აზრით, ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები საკმაოდ კარგი და საჭირო დახმარებაა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 

12 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა ქუთაისში

    

ქუთაისში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში ოქტომბრის განმავლობაში  გაიმართა 12 ფსიქოლოგიური ჯგუფური და 3 ინდივიდუალური კონსულტაცია. შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 82 ქალმა 20-დან 65 წლამდე. პირველად მონაწილეობდა 9 ქალი. საუბრის თემა იყო  - რატომაა ქალებისთვის აუცილებელი საკუთარი ღირსების განცდა.

ღირსებას რამდენიმე შემადგენელი აქვს: საკუთარი თავის მიმართ სიყვარული, თავდაჯერებულობა და საკუთარი თავის მიღება ისეთად, როგორიც ხარ. შეხვედრები გულახდილი, საინტერესო და პრაქტიკული გამოვიდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები ქუთაისში, სენაკში, ხურჩაში

 

ქუთაისის, სენაკის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები, სადაც მონაწილეობდა 23 ქალი 22-დან 65 წლამდე. ინდივიდუალური კონსულტაციები ორმა ქალმა. ამ შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა იყო  - რატომაა ქალებისთვის აუცილებელი საკუთარი ღირსების განცდა.

პასუხი ასეთია: ჯანსაღი ურთიერთობისთვის, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისათვის, რათა მიიღო და გასცე სიყვარული და არ გახდე ოჯახში ძალადობის მსხვერპლი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურისტის 12 შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში

 

ოქტომბერში ჩატარდა 12 შეხვედრა ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალბატონებთან. შეხვედრებს ესწრებოდა 82 ქალბატონი.

შეხვედრებზე მოხდა ქალების ინფორმირება ძალადობის წინააღმდეგ არსებული კანონის კონკრეტული პუნქტების მიხედვით, ასევე არჩევნებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ქალი-დეპუტატების აუცილებლობაზე პარლამენტში ქალთა უფლებების დაცვის კუთხით. გაიცა 2 ინდივიდუალური კონსულტაცია. ერთ-ერთი ბენეფიციარის 15 წლის შვილი გახდა ძალადობის მსხვერპლი ქმრისგან. კონსულტაციის შემდეგ ფონდი „სოხუმის“ იურისტმა ქალბატონი გადაამისამართა იურიდიულ ბიუროში, რათა ადვოკატმა დაიცვას მისი უფლებები სასამართლოში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოში, ფოთსა და ხონში

 

3 წყალტუბოს დევნილთა კოლექტიურ ცენტრ „მედეაში“, ხოლო 6 ოქტომბერს ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაციები. შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ქალბატონები და გოგონები.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა: გენდერული მახასიათებლები ასაკობრივ ფსიქოლოგიაში ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალების დახმარებას გენდერული თავისებურებების ცოდნის კუთხით, რათა ოჯახში შეიქმნას დადებითი კომუნიკაციები.

ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრებზე ისინი საჭირო და პრაქტიკულ ინფორმაციას ისმენენ, რასაც შემდგომ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებენ.

12 ოქტომბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები. ქალებთან ერთად კონსულტაციას საჭიროებდნენ მცირეწლოვანი ბავშვები. დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა, სადაც უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური მიდგომისა და ფსიქოლოგიური დახმარების მეთოდები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები