ფსიქოლოგის კონსულტაციები წყალტუბოში, ფოთსა და ხონში

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებულ კონსულტაციებზე დამსწრეთა შორის იყვნენ დევნილი და ადგილობრივი, ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალბატონები.

გეგმის მიხედვით, შეხვედრის თემა იყო „პასუხისმგებლობა - ქცევის კონტროლის მექანიზმები ოჯახში ძალადობის პრევენციისთვის“, ხოლო  კონსულტაციის მიზანი -ქალთა ინფორმირებულობა და პასუხისმგებლობის უნარების გამომუშავება.

კონსულტაციებმა ბენეფიციართა აქტიური ჩართულობით ჩაიარა. მათ გამოხატეს კეთილგანწყობა ორგანიზაციის უფასო ფსიქოლოგიური სერვისის მიმართ და აღნიშნეს, რომ ამ სახის შეხვედრები ერთადერთი  საშუალებაა მათი ინფორმირებულობისა და რეაბილიტაციისთვის.                                                                                                                                          

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურიდიული კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

   

ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა უფასო იურიდიული კონსულტაციები. ფოთში, სენაკსა და წყალტუბოში, ძირითადად, განიხილეს სოციალურად დაუცველთა უფლებები, სესხის ხელშეკრულება და მრავალშვილიან დედათა პროგრამები.

ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში საუბარი შეეხო ქორწინებას და მხარეთა უფლება-მოვალეობებს.  ქუთაისსა და ხონში იურიდიული საინფორმაციო შეხვედრების თემა  იყო გამოხატვის და მედიის თავისუფლება. ბენეფიციარებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების არსზე და დაცვის გარანტიებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები

  

 

ქუთაისში, თეკლათსა (სენაკის მუნიციპალიტეტი) და ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) გაიმართა ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები და კონსულტაციები. მონაწილეობდა 27 ქალი 29-დან 67 წლამდე. პირველად იღებდა მონაწილეობას 8 ადამიანი, ინდივიდუალური  კონსულტაცია ჩაუტარდა 2 მონაწილეს. შეხვედრების ძირითადი თემა იყო - ბავშვებთან არაძალადობრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება.

გახსოვდეთ, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. მეტი დრო დაუთმეთ მათ. დააინტერესეთ გარემო სამყაროთი. მოექეცით როგორც თანასწორს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამაგალითო უნდა იყოთ მისთვის, - ასეთია ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა ქუთაისში

13 ივნისს იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, ბაგა-ბაღის კოლექტიურ ცენტრში. ესწრებოდნენ ადგილობრივი და დევნილი ქალები. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვთა უფლებებზე და მათი დაცვის სამართლებრივ გზებზე, გაეროს კონვენციაზე ბავშვთა უფლებების შესახებ.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

შეხვედრები იურისტებთან

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ყოველთვიური იურიდიული კონსულტაციები და საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრების თემებად არჩეული იყო: მემკვიდრეობა და ანდერძი, ოჯახური კონფლიქტები, ოჯახის წევრთა ვალდებულება და მოვალეობები, ოჯახში ძალადობის პრობლემები და დამცავი მექანიზმები..

გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები შეხვედრების მონაწილეთა ინტერესების მიხედვით.

ამას გარდა მაისის თვეში ჩატარდა 12 შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან, კოლექტიურ ჩასახლებებში. შეხვედრებზე გაიცა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები.

  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები