იურისტის შეხვედრა სოფელ კვირიკეთში

 

იურისტმა ჩაატარა შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის მცხოვრებლებთან. ვიზიტი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ სოფელში კვლავ გაგრძელდა ქვა-ღორღის მოპოვებითი სამუშაოები მდინარე ბჟუჟიდან. მოსახლეობას ორი მოთხოვნა აქვს:   მდინარის ძველ კალაპოტში დაბრუნება და  სამუშაოების შეწყვეტა. 

მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმა აქცია, რომელზეც მოვიდნენ გუბერნატორის მოადგილე, სოფელ შემოქმედის მაჟორიტარი დეპუტატი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ შემოქმედში. ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გადაჭრიან მოსახლეობის მიერ დასმულ პირველ პრობლემას. რაც შეეხება მეორე პრობლემას, ამ ეტაპზე სამუშაოების შეწყვეტის პირობას ვერ იძლევიან. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

იურიდიული კონსულტაციები

 

აპრილის თვის იურიდიული კონსულტაციები ქუთაისის, ხონის, ფოთის, სენაკის, წყალტუბოს და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მიეძღვნა სხვადასხვა თემას: ოჯახური კონფლიქტები, დევნილთა უფლებები, განსახლების ეტაპები, ნასყიდობის ხელშეკრულება...

ბენეფიციარებმა თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენეს იურიდიული კონსულტაციები, რომლებიც შეეხებოდა ალიმენტის დანიშვნის პროცედურებს, განქორწინების ეტაპებს, მრავალშვილიანი დედის სტატუსის მინიჭებას და სხვ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

როგორ შევიცნოთ ფსიქოლოგიური პრესინგი - დისკუსიები და კონსულტაციები

  

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ფსიქოლოგიური მუშაობა ინკლუზიურ ბენეფიციარებთან წარიმართა არტ-თერაპიითა და ასოციაციური ბარათებით.

სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში კი გაიმართა ჯგუფური შეხვედრები და კონსულტაციები. შეხვედრების ძირითადი თემა იყო იმის გარკვევა, როგორ შევიცნოთ ფსიქოლოგიური პრესინგი და ძალადობა და არ გავხდეთ მსხვერპლი. ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია გამუდმებული კრიტიკა. როცა პარტნიორი მუდმივად აკრიტიკებს თქვენს გარეგნობას, ქცევებს, მანერებს, ხასიათს, ამის მიღმა რეალური კონფლიქტი იმალება. ჩუმი ძალადობა, ფიზიკური ძალის გამოყენების გარეშე, არ აძლევს მსხვერპლს  იმის შეგრძნებას, რომ რაღაც უნდა შეცვალოს... - სწორედ ამაზი იყო საუბარი შეხვედრებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო შეხვედრა იურისტთან ქუთაისში

მონაწილეთათვის სასარგებლო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში კოლექტიურ ცენტრ „მთის ბროლში“ მცხოვრებ დევნილებთან.

იურისტმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ოჯახში ძალადობის შესახებ კანონისა და ოჯახში ქალთა უფლებების შესახებ. შეხვედრაზე გაიცა ინდივიდუალური კონსულტაცია მონაწილეთათვის საინტერესო კონკრეტულ საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფსიქოლოგის კონსულტაციები ხონის, წყალტუბოს და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

  

1, 4 და 5 აპრილს ხონის, წყალტუბოსა და ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია.

ხონსა და ფოთში კონსულტაციები წინასწარ დაგეგმილი თემით წარიმართა: გენდერული როლების ათვისება ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის. ბენეფიციარმა ქალებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა განსაზღვრავს გენდერულ როლებს, რა ასაკიდან ხდება მათი ჩამოყალიბება და რა უნდა შევცვალოთ იმისთვის, რომ ოჯახში დავაბალანსოთ გენდერული როლები.

წყალტუბოში აგრეთვე გაიმართა 2 ინდივიდუალური შეხვედრა-კონსულტაცია სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები