12 შეხვედრა იურისტთან

 

სექტემბერში გაიმართა 12 შეხვედრა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან. შეხვედრებს ესწრებოდა 82 ქალი. მათ მიეწოდათ ინფორმაცია შემდეგ საკითხზე: კონფლიქტის მოგვარება მედიაციის გზით. ასევე გაიცა ორი ინდივიდუალური კონსულტაცია - ერთ-ერთ მონაწილეს დეიდის გადაყვანა სურს მოხუცთა თავშესაფარში. მეორე კი ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის გადამისამართდა საიაში.

მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ უკვე დაკმაყოფილდა მოთხოვნა ერთ-ერთი ბენეფიციარისა, რომელსაც წინა თვეებში გაეწია კონსულტაცია.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისში

 

 

სექტებერში ქუთაისის კომპაქტურ ჩასახლებებში გაიმართა 14 ჯგუფური და 3 ინდივიდუალური ფსიქოლოგიური შეხვედრა. შეხვედრებს ესწრებოდა 21-დან 67 წლამდე ასაკის 82 ქალბატონი, პირველად მონაწილეობდა 14 ადამიანი. საუბარი, ძირითადად, შეეხო თემას „ასაკობრივი ფსიქოლოგიის გენდერული თავისებურებები, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია“.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჯგუფური შეხვედრები ფსიქოლოგთან ქუთაისში, სენაკში, ხურჩაში

  

ქუთაისში ფსიქოლოგთან შეხვედრა გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დღის ცენტრში „ვალენტინი“, დანარჩენი ორი შეხვედრა კი ჩატარდა სენაკისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

საუბრის თემა იყო - ასაკობრივი ფსიქოლოგიის გენდერული თავისებურებები, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია.

„აუცილებელია გავიგოთ და მივიღოთ კიდეც ის ფაქტი, რომ ძირითადი გენდერული განსხვავებები, რომლებიც მამაკაცსა და ქალს შორის არსებობს, რეალური და შეუცვლელია. თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ამ განსხვავებულობის გამოყენება, რათა გაუმჯობესდეს თქვენი ურთიერთობები“,- აღნიშნა ფსიქოლოგმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურიდიული კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

  

ტრადიციულად, სექტემბრის თვეშიც ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ ქალებიც და მამაკაცებიც.

შეხვედრებზე დაისვა უამრავი მნიშვნელოვანი საკითხი - ოჯახში ძალადობა, ოჯახური კონფლიქტები და მათი გამომწვევი მიზეზები, პრობლემის მოგვარება მედიაციის გზით, განქორწინების პროცედურა.

განხილულ იქნა სხვადასხვა ქეისი. წინა შეხვედრებზე დასმული პრობლემები მოგვარდა ქუთაისსა და ხონში. სენაკში კი  კონსულტაცია გაიარა ძალადობის მსხვერპლმა და იურისტის დახმარებით გამოწერილ იქნა დამცავი ორდერი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ფსიქოლოგთან ხონში, წყალტუბოსა და ფოთში

 

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის კონსულტაციები გაიმართა ხონის და წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის და ფოთის სასწავლო ცენტრში. დამსწრეთა საერთო რაოდენობა იყო 22, მათგან 7 - ახალი, რომელთაც მიიღეს ინფორმაცია ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, იურიდიულ და ფსიქოლოგიურ უფასო კონსულტაციებზე.

შეხვედრებზე საუბრის თემები იყო: ოჯახში ძალადობის გამომწვევი მიზეზები, პრევენციის ეფექტური მეთოდები, მიკროსოციუმში არსებული სიტუაცია, პრობლემის გადაჭრის ასერტული მეთოდოლოგია, გადაწყვეტილების მიღების ფსიქოლოგია.

ქალბატონები ყველა თემას ინტერესით შეხვდნენ, რადგან, მათი აზრით, მიღებული რჩევების პრაქტიკაში გამოყენება მათთვის სასარგებლოა.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები