ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისში

    

ქუთაისის კოლექტიურ ცენტრებში 15 აგვისტოდან ჩატარდა 9 ჯგუფური ფსიქოლოგიური შეხვედრა. მონაწილეობდა 56 ქალბატონი - 45 დევნილი და 11 ადგილობრივი. 2-მა მიიღო ინდივიდუალური კონსულტაცია. შეხვედრების  ძირითადი თემა იყო ოჯახური კრიზისების მოგვარება მშობლებსა და შვილებს შორის, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენცია. ფსიქოლოგიის კუთხით, ეს გარდაქმნაა ოჯახურ ურთიერთობებში. გარდაქმნის დასრულებისას ყველაფერი თავის ადგილს დაიკავებს -  როგორც რემონტის დროს: ადამაინებს სხვადასხვა აზრი აქვთ, რა როგორ გაკეთდეს. იკამათებენ, იჩხუბებენ, განაწყენდებიან, მერე კი, როცა რემონტი ჩაივლის, აღმოჩნდება, რომ ყველაფერი დიდებულად მოგვარდა!

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურიდიული კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში

  

აგვისტოში იურისტები გეგმის მიხედვით ახორციელებდნენ საკონსულტაციო შეხვედრებს ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

იურიდიული კონსულტაციები ეხებოდა სხვადასხვა აქტუალურ საკითხს - ქალთა მიმართ ძალადობა, განქორწინება, არასრულწლოვნებზე მეურვეობა, ქონების გაყოფა, სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაცია.

შეხვედრების მონაწილეები აცხადებენ, რომ იურიდიული კონსულტაციები ეხმარება მათ თავიანთი პრობლემების მოგვარებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

იურიდიული შეხვედრა ქუთაისში

 

22 აგვისტოს ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა დევნილ 10 ქალბატონთან ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში (ინვალიდთა საწარმო). დამსწრეებს მიეწოდა ინფორმაცია ქალთა უფლებებზე გენდერულ ჭრილში, ასევე გენდერულ საკითხებზე დასაქმებაში და გენდერულ თანასწორობაზე შრომის ბაზარზე. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ გასულ თვეებში გაწეული კონსულტაცია  შედეგიანი იყო და ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა მათ ეზოში დაამონტაჟა  გარე განათება.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფსიქოლოგის სამი შეხვედრა

 

აგვისტოში ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა სამი შეხვედრა ჩაატარა.

პირველი - 16 აგვისტოს, წყალტუბოში, დევნილთა კოლექტიურ ცენტრ  „მედეაში“.

მეორე - 18 აგვისტოს, ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

მესამე -  24 აგვისტოს, ხონის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში.

დამსწრეთა შორის იყვნენ როგორც დევნილი, ისე ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები - ახალგაზრდა და ხანდაზმული ქალბატონები. მათ მოისმინეს საუბარი ოჯახური ურთიერთობების განვითარების 10 ეტაპსა და თანმხლები კრიზისების შესახებ, შემოთავაზებული ოჯახის ფსიქოთერაპიის ამერიკული სკოლის დამფუძნებლის ვირჯინია სატირის მიერ. ასევე - 8 საშიში სიპტომის შესახებ, რომელიც გვაფრთხილებს ურთიერთობებში კრიზისის დადგომის შესახებ.

როგორც შეხვედრების მონაწილეებმა აღნიშნეს, ფსიქოლოგის რჩევები დაეხმარება მათ  ოჯახური კრიზისის დაძლევაში და ჰარმონიის მიღწევაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოლოგიური შეხვედრები ქუთაისში, სენაკში, ხურჩაში

  

ქუთაისის, სენაკის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგიური ჯგუფური კონსულტაციები - მონაწილეობდა 36 ქალი 25-დან 67 წლამდე. შეხვედრების მთავარი სასაუბრო თემა იყო  მშობლებსა და შვილებს შორის ოჯახური კრიზისების მოგვარება, როგორც ძალადობის პრევენციის გზა.

ოჯახები, სადაც შვილებს პატივს სცემენ, უფრო კომფორტულად ცხოვრობენ. ოჯახი ვალდებულია, ჩამოაყალიბოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი პიროვნება. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ  ის ადამიანები, რომელთათვისაც მშობლები ზედმეტი ტვირთია, თვითონვე იქცევიან ხოლმე თავიანთი შვილებისთვის თავის ტკივილად. ხოლო ის, ვინც მშობლებს პატივისცემითა და სიყვარულით ექცევა, სიბერეში ბედნიერად ცხოვრობს, საყვარელი შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები