იურიდიული შეხვედრების ძირითადი თემა - ცვლილებები კანონში

 

 

ფონდი „სოხუმის“ იურისტებმა ექვსი შეხვედრა გამართეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

შეხვედრებზე ძირითადი თემა იყო ცვლილებები კანონში ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც დამტკიცდა 24 იანვარს. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კანონში შესულ  4 ცვლილებაზე:

    1.      ადევნება დასჯადი  ქმედება გახდა და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

2.      ქალთა წინადაცვეთა ან ქალის იძულება-დაყოლიება ამ რიტუალის ჩასატარებლად რელიგიური, რიტუალური, ეროვნული, ეთნიკური ან სხვა ტრადიციების გავლენით ან მის გარეშე სისხლის სამართლის წესით ისჯება

3.      გაფართოვდა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედების სფერო

4.      გაიზარდა ქალთა მიმართ ძალადობრივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი.

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა შეხვედრა ჩაატარა #15 სკოლაში, სადაც ესწრებოდა 35 მოსწავლე - ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების სამართლებრივ ასპექტებზე.

გარდა ამისა, გაიცა ინდივიდუალური კონსულტაციები. ბორჯომში ძალადობის მსხვერპლ ქალს გაეწია სატელეფონო კონსულტაცია და მუშაობა შემდეგომ თვეებშიც გაგრძელდება, გამომდინარე საქმის სირთულიდან. ხონში გამოვლინდა ქალი, რომელიც მიეკუთვნება ძალადობის მსხვერპლის რისკ ჯგუფს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები