ქალთა საინიციატივო ჯგუფების აქტიურობა კამპანიაში

1 2 3

სხვადასხვა აქტივობით შეუერთდნენ ფონდი „სოხუმის“ ქალთა საინიციატივო ჯგუფები 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.  „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“, „ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია“ -  ასეთი მესიჯები გააჟღერეს ფონდი „სოხუმის“ აქტივისტებმა კონფლიქტისპირა სოფლებთან (ხურჩა და ნაბაკევი - ზუგდიდისა და გალის მუნიციპალიტეტები) გამართულ აქციაში. გენდერული კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს  სოფელ ფახულანში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) გამართულ ონლაინ შეხვედრაზე და  პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

ფახულანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივობები კამპანიის დღეებში

1 2 

3 4 5

16-დღიან კამპანიაში ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრიც აქტიურად ჩაერთო - მცირე პროექტის „ჯანსაღი თაობისთვის“ აქტივობების მეშვეობით.

ამ დღეებში აქტიურად დაფიქსირდა ახალგაზრდების ხედვა ძალადობის პრობლემასთან დაკავშირებით, ჩატარდა ესეებისა და ნახატების კონკურსი, დარიგდა მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები მოწყვლადი ჯგუფებისათვის.  ასევე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ქალებთან, ვორკშოპები სამიზნე სკოლების მასწავლებლებთან და მშობლებთან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივობები კამპანიის დღეებში

 

.be

1ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მცირე პროექტის აქტივობები 16-დღიან კამპანიას მიუძღვნა. ჩატარდა აქცია, იურისტისა და ფსიქოლოგის ონლაინ კონსულტაციები, ტრენინგი საბავშვო ბაღების მშობლებთან და აღმზრდელებთან ოჯახში ძალადობისა და რეფერირების საკითხებზე. ამას გარდა, დარიგდა ფლაერები, სოციალურად დაუცველ ადამიანებს გადაეცა პირბადეები, გაიმართა მოეწყო ქუჩის გამოკითხვა: როგორ ესმით მოქალაქეებს ძალადობა. ღონისიძებებში აქტიურად იყო ჩართული საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი. კამპანიის შესახებ აღინიშნა ტელეკომპანია „აჭარის“ სიუჟეტში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

დისკუსია, შოურუმი, გამოფენა - თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ინიციატივით

1 2 3 4 5

„16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ - კამპანიის დღეებში   თერჯოლის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო დისკუსია სოციალურ ქსელში - „მსხვერპლიც ვარ და მოძალადეც“. აქცენტი გაკეთდა ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რომელიც დასჯადია, თუმცა მის გამო იშვითად ისჯება ვინმე. სოციალურ ქსელში ჩანს, რომ მხოლოდ მსხვერპლნი არ ვართ, ვართ მოძალადეებიც. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. სწორედ ამ თემაზე წარიმართა გულახდილი დისკუსია, რომელიც ასე საჭიროა საზოგადოების ინფორმირებისთვის.

ცენტრმა ჩაატარა შოურუმი „არ გამოგვეპაროს სამშობლოში დაბრუნების დრო“. ეს იყო ონლაინ შეხვედრა ემიგრაციის რთულ თემაზე. ნაჩვენები იყო ქალთა მხარდაჭერის ცენტრის გადაღებული ფილმი „შინ“, რომელიც ემიგრანტების ტკივილს ეხება. კამპანიას მიეძღვნა ასევე ნახატების გამოფენა „ჩემი ოჯახი“, რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები სხვადასხვა სკოლიდან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა

1 2 3 4

ნოემბერში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგის ტელეფონზე ქუთაისიდან და რეგიონებიდან  63 ზარი შემოვიდა. ის ეხმაურებოდა ადამიანების ემოციურ მდგომარეობას და ისინიც იღებდნენ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. ჩატარდა ხუთი ჯგუფური დისტანციური  ფსიქოლოგიური შეხვედრა, რომლებიც გაიმართა სენაკის, წყალტუბოს, ხონის, ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ორგანიზებით. ფსიქოთერაპიულ კონსულტაციებს გადიან აგრეთვე ოჯახური წყვილები და კრიზისული ოჯახების წარმომადგენლები.

- პანდემიის და კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების პირობებში ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, – აღნიშნავენ შეხვედრების მონაწილეები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები