წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეკრებილებმა იმსჯელეს საზოგადოებაში კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებზე. იმაზე, რამდენად ეხება ეს პრობლემები ქალებს და რა უნდა გაკეთდეს ადრეულ სტადიაში მათი მოგვარებისთვის.
პრობლემათა გენდერული კუთხით განხილვისას ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები სწორედ ქალებს უქმნის ყველაზე მეტ დისკომფორტს. ამიტომ მათი მოგვარება გააუმჯობესებს ქალთა უსაფრთხოებას და შეამცირებს კონფლიქტების განვითარების რისკს.